ნაპოლეონ ჰილი
| ნაპოლეონ ჰილი | |
|---|---|
| ინგლ. Oliver Napoleon Hill | |
|
| |
| დაბადების თარიღი | 26 ოქტომბერი, 1883[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | Pound |
| გარდაცვალების თარიღი | 8 ნოემბერი, 1970[1] [2] [3] (87 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | გრინვილი |
| დასაფლავებულია | Frederick Memorial Gardens[3] |
| საქმიანობა | მწერალი, ესეისტი, ჟურნალისტი, პროფესორი, რეპორტიორი, ადვოკატი და იურისტი |
| ენა | ინგლისური ენა |
| მოქალაქეობა |
|
| ჟანრი | დოკუმენტური ლიტერატურა, how-to, treatise და self-help |
| Magnum opus | Think and Grow Rich და The Law of Success |
| მეუღლე | Rosa Lee Billland, Annie Lou Norman და Florence Elizabeth Horner |
| შვილ(ებ)ი | Blair Hill და David Hill |
| ხელმოწერა |
|
| საიტი | naphill.org |

ნაპოლეონ ჰილი (ინგლ. Napoleon Hill; დ. 26 ოქტომბერი, 1883, ვირჯინია, აშშ — გ. 28 ნოემბერი, 1970, სამხრეთი კაროლინა, აშშ) — ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, მწერალი და ფსიქოლოგი წარმატების (new thought(ინგლისური)ქართ.) სფეროში. ხშირად მას მოიხსენიებენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მწერალს წარმატების შესახებ. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომი „იფიქრე და გამდიდრდი“ (1937) ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნია (ჰილის გარდაცვალების პერიოდისთვის (1970) ამ სახელმძღვანელოს 20 მილიონი ეგზემპლარი იყო გაყიდული). ნაპოლეონ ჰილის ნაშრომები შეისწავლიან პერსონალური რწმენის ძალას, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ადამიანის წარმატებაში. ჰილი იყო ამერიკის პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის მრჩეველი 1933-1936 წლებში. მისი ყველაზე ცნობილი ფრაზაა „თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ.“
ჰილის წიგნი „იფიქრე და გამდიდრდი“ პირველად გამოქვეყნდა 1937 წელს და მალევე ითარგმნა რამდენიმე ენაზე.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაკოლეონ ჰილი დაიბადა 1883 წელს, ხის პატარა ქოხში, ვირჯინიის მთებში. მისი დედა იყო სარა სილვანია-ბლერი (გარდაიცვალა როდესაც ჰილი იყო 10 წლის), ხოლო მამა - ჯეიმზ მონრო ჰილი.
ახალგაზრდობაში, ჰილი მუშაობდა რეპორტიორად ერთ-ერთ გაზეთში, იმისათვის რათა დაეფარა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სწავლის საფასური, სადაც ის სწავლობდა იურიდიულ ფაკულტეტზე. ჟურნალისტობის ნიჭმა და ალღომ შემდგომში განსაზღვრა მისი ბედი. მისმა შესანიშნავმა რეპორტაჟებმა მიიპყრო ტენესის შტატის გუბერნატორის ლ. ტეილორის ყურადღება, რომელიც ფლობდა ჟურნალს „ბობ ტეილორის ჟურნალი“. მან ახალგაზრდა ჰილს შეუკვეთა სტატიების სერია ცნობილი ხალხის წარმატებული კარიერის შესახებ, რომელთა შორის პირველი გახდა ცნობილი ამერიკელი მოაზროვნე ენდრიუ კარნეგი. ნაპოლეონ ჰილმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კარნეგის თვალში რის გამოც კარნეგიმ ჰილი აზიარა დიდ საქმეს, რაც გულისხმობდა წარმატებული ამერიკელებისთვის ინტერვიუს ჩამორთმევას და შედეგების საფუძველზე წარმატების უნივერსალური ფორმულის შემუშავებას, რომელიც გამოადგებოდა როგორც მრავალმხრივი ნიჭისა და შესაძლებლობის, ისე ყველაზე მოკრძალებული შესაძლებლობის მქონე ადამიანს. ამ სამუშაოს შესრულებისას ჰილს მოუწია გასაუბრება ისეთ ხალხთან როგორიც იყვნენ ჰენრი ფორდი, ჩარლზ შვაბი, უილიამ რიგლი, კლარენს დეროი, ლუთერ ბერბანკი, ჯონ პირპონტ მორგანი და ასევე ამერიკის სამი პრეზიდენტი.
1928 წელს, კარნეგის გაცნობიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, ჰილმა გამოაქვეყნა პირველი წიგნი - პირადი წარმატების ჩემი ფილოსოფიური ვერსია. მთელი ამ პერიოდის მანძილზე ჰილს თავის შესანახად მოუწია მუშაობა სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის ჩიკაგოს უნივერსიტეტის სარეკლამო აგენტად, ასევე გამოსცემდა ჟურნალს „ოქროს საჭე“. პირველი მსოფლიო ომის დროს ჰილი იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი აშშ-ს პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის აპარატში.
1933 წელს, დასავლეთ ვირჯინიის სენატორმა, ჯეიმზ რენდოლფმა ის წარუდგინა აშშ-ს 32-ე პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს და ჰილი გახდა პრეზიდენტის მრჩეველი. მოგვიანებით მან გადაწყვიტა სისტემაში მოეყვანა თავისი 20 წლის ნაშრომი - „იფიქრე და გამდიდრდი“.
1952 წელს „ნაპოლეონ ჰილის ასოციაციის“ დაფუძნების შემდეგ, ჰილი აქტიურად ჩაერთო პირადი წარმატების გავრცელების საქმიანობაში და ხელმძღვანელობდა „ნაპოლეონ ჰილის ფონდს“ - საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას, რომელიც ხალხის სწავლებით იყო დაკავებული.
1963 წელს ჰილმა შეადგინა „პირადი წარმატების აკადემიის“ ახალი პროგრამა და ორგანიზებას უწევდა სწავლებას სახლში. ამ დროს ის 80 წელს იყო გადაცილებული.
თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლამდე ჰილი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას და აჩვენებდა თუ რამდენად ეფექტურად მუშაობდა მისი მეთოდები და იდეები.
ნაპოლეონ ჰილი გარდაიცვალა 1970 წლის 8 ნოემბერს, 87 წლის ასაკში. მისი სავარაუდო წმინდა ქონება გარდაცვალების დროს დაახლოებით 1 მილიონი დოლარი იყო (2024 წლის მონაცემებით ქონება 8.1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს).[4]
ნაპოლეონ ჰილის ფონდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნაპოლეონ ჰილის ფონდი არის არაკომერციული ფონდი, რომელიც ხელს უწყობს ნაპოლეონ ჰილის სწავლებებს. ჰილის გარდაცვალების შემდეგ, ფონდი და მისი ქვრივი – ენი ლუ ჩაერთნენ ხანგრძლივ სასამართლო დავაში მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, რომელიც 1980-იან წლებამდე გაგრძელდა. ფონდი ინახავს ჰილის ნაშრომების კერძო არქივს. იგი გასცემს ნაპოლეონ ჰილის სახელობის ყოველწლიურ პრემიას. ფონდი აგრძელებს ჰილის წიგნების, კურსების და ლიდერობის სერტიფიკატების გაყიდვას.[5]
1995 წელს გამოქვეყნდა ჰილის ცხოვრების ავტორიზებული ბიოგრაფია, „სიმდიდრით სავსე ცხოვრება“, მაიკლ ჯ. რიტ უმცროსის (ფონდის აღმასრულებელი დირექტორი) და კირკ ლენდერსის მიერ, რომელშიც არაერთი საკამათო დასკვნაა გაკეთებული.[6]
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Think and Grow Rich (ISBN 1-59330-200-2)
- How to Sell Your Way through Life (ISBN 0-910882-11-8)
- The Law of Success (ISBN 0-87980-447-5)
- Success Through a Positive Mental Attitude (ISBN 1-55525-270-2)
- You Can Work Your Own Miracles (ISBN 0-449-91177-2)
- Napoleon Hill’s keys to success (ISBN 0-452-27281-5)
- Grow Rich!: With Peace of Mind (ISBN 0-449-91157-8)
- The Master-Key to Riches (ISBN 0-449-00111-3)
- Succeed and Grow Rich Through Persuasion (ISBN 0-451-17412-7)
- Outwitting the Devil: The Secret to Freedom and Success (ISBN 978-5-222-18710-4)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Страница Наполеона Хилла на сайте Blaggos.com დაარქივებული 2019-05-19 საიტზე Wayback Machine.
- Наполеон Хилл — крупнейшее сообщество, посвященное Наполеону Хиллу
- Napoleon Hill Quotes
- Фонд Наполеона Хилла — официальный сайт
- Школа с методами Наполеона Хилла и его книги «Думай и Богатей» დაარქივებული 2014-04-10 საიტზე Wayback Machine.
- SEPIA-Students and Entrants Promotion International Association
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 SNAC — 2010.
- 1 2 3 Find a Grave — 1996.
- ↑ SEAMY SIDE OF A SELF-HELP SWAMI A NEW BIOGRAPHY REVEALS THAT NAPOLEON HILL, AUTHOR OF THINK & GROW RICH, WHICH HAS SOLD TEN MILLION COPIES, KNEW FAILURE WELL.
- ↑ Novak, Matt (December 6, 2016). "The Untold Story of Napoleon Hill, the Greatest Self-Help Scammer of All Time"
- ↑ Lingeman, Richard (August 13, 1995). "How to Lose Friends and Alienate People". New York Times. Archived from the original