ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა

ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა (ფრანგ. The Coronation of Napoleon). 1807 წელს შეიქმნა ჟაკ-ლუი დავიდის სურათი "ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა", ეს ნახატი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომია დავიდის შემოქმედებაში. ეს ისტორიული მოვლენა გამოსახავს ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კურთხევას. ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა რომის პაპი პიუს VII. როდესაც საზეიმო მომენტში პაპმა ასწია დიდი სამპერატორო გვირგვინი, რათა იმპერატორისთვის თავზე დაედგა, ისევე როგორც ათი საუკუნის წინ პიუს VII-ის წინამორბედმა დაადგა გვირგვინი კარლოს დიდს, ნაპოლეონმა უეცრად გამოსტაცა ეს გვირგვინი პაპს და თვითონ დაიდგა თავზე. ამის შემდეგ დედოფალმა ჟოზეფინამაც დაიჩოქა იმპერატორის წინაშე და ნაპოლეონმა მას დაადგა მომცრო ზომის გვირგვინი.

ეს ჟესტი საკმაოდ ღრმააზროვანი იყო. ნაპოლეონს არ სურდა, რომ პაპის დალოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მისცემოდა.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერსონაჟები
  1. ნაპოლეონ I
  2. ჟოზეფინ ბოარნე
  3. ლეტიცია რამოლინო — ნაპოლეონის დედა
  4. ლუი ბონაპარტი
  5. ჟოზეფ ბონაპარტი
  6. ნაპოლეონ-კარლი — ლუდოვიკო ნაპოლეონის შვილი
  7. ნაპოლეონის და
  8. ჩარლზ ლებრენი
  9. ჯან კამბასერესი
  10. ლუი ალექსანდრ ბერტიერი
  11. შარლ მორის დე ტალეირანი
  12. იოაჰიმ მიურატი
  13. პაპი პიუს VII
  14. ჟაკ-ლუი დავიდი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]