ნანკინის მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნანკინის მეტროპოლიტენი
ინფორმაცია
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ქალაქი ნანკინი
გახსნის თარიღი 2005 წ.
ხაზის სიგრძე 17 კმ.
სადგურთა რაოდენობა 16
ხაზთა რაოდენობა 1
მგზავრები დღეში
მგზავრები წელიწადში
ხაზების სქემა

ნანკინის მეტროპოლიტენი (ჩინ.: 南京地铁) — მეტროპოლიტენის სისტემა ჩინეთის ქალაქ ნანკინში. ჩინეთის სტანდარტებით მიეკუთვნება მსუბუქლიანდაგიან ტრანსპორტს. შედგება 1 ხაზზე არსებული 16 სადგურისგან. გაიხსნა 2005 წლის სექტემბერში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნანკინში მეტროპოლიტენის მშენებლობა 2000 წელს დაიწყეს. საცდელი მატარებლები I ხაზზე გაუშვეს 2005 წლის 15 ივნისს. რეგიონი მგზავრებისთვის გაიხსნა 27 აგვისტოს, ოფიციალურად კი — 2005 წლის 3 სექტემბერს.

ხაზები და სადგურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზი 1 მიმართულია ქალაქის ჩრდილო ნაწილიდან სამხრეთისკენ, შორეული მოსახვევით დასავლეთისკენ. ხაზთა საერთო სიგრძე 17 კმ.-ია. აქედან 11 კმ. მიწისქვეშაა და 6 კმ. მიწისზედა. 2 რეგიონია მიწაზე — ჩრდილო და ცენტრალური, სულ 5 სადგურით.

ჩრდილოეთით საბოლოო გაჩერებაა „მაიგაოციაო“, დასავლეთით — „ოლიმპიური სტადიონი“. არსებობს 2 სარკინიგზო გზაზე გადასაჯდომი ხაზი — „ნანკინის სადგური“ და „ჩჟუნხუამენი“ („ჩინეთის კარები“).

პერსპექტივები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენდება ხაზი 2, 20 სადგურით და 25,15 კმ. სიგრძით. გახსნა იგეგმება 2009 წლის ნოემბრისთვის. დაწყებულია ხაზი 3-ის (სიგრძე - 15 კმ.) მშენებლობაც, რომელიც ასევე უნდა დასრულდეს 2009 წელს. 2010 წელს კი უნდა გაიხსნას ხაზი 1-ის გვერდითი შტო, სადგურ „ანდემენიდან“ სამხრეთით მიმავალი, 18 კმ. სიგრძითა და 12 სადგურით.

მოძრავი შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხაზზე მუშაობს 20 ექვსვაგონიანი Alstom-ის და ადგილობრივი კომპანია Nanjing Puzhen-ის წარმოებული მატარებელი, რომლებიც შეიძინეს 2002 წელს. 2007-2008 წლებში დამატებით შეიძინეს 270 ვაგონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]