ცხვირნალისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ნალცხვირა ღამურები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცხვირნალისებრნი
Bat(20070605).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ხელფრთიანები
ოჯახი: ცხვირნალისებრნი
ლათინური სახელი
Rhinolophidae

ცხვირნალისებრნი (ლათ. Rhinolophidae) — ძუძუმწოვრების ოჯახის ხელფრთიანების რიგი. მათი სხეულის სიგრძეა 35-110 მმ. დინგზე აქვთ რთული ფოთლისებრი დანამატი — შიშველი კანოვანი წარმონაქმნი, რომელიც გარს ერტყმის ნესტოებს. აერთიანებს 80-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 4 (დიდი, მცირე, სამხრეთული და მეჰელის ცხვირნალა). გავრცელებული არიან სამხრეთ ევროპაში, კავკასიასა და შუა აზიაში. ცხოვრობენ მღვიმეებში, იშვიათად სხვენზე. ზოგჯერ ქმნიან მოზრდილ კოლონიებს. შობენ 1-2 ნაშიერს. იკვებებიან უმთავრესად ღამის პეპლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]