მწვანე თეატრი (დონის როსტოვი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მწვანე თეატრი.
მწვანე თეატრი
Зелёный театр
კოორდინატები 47°13′45″N 39°44′40″E / 47.2293° ჩ. გ. 39.7444° ა. გ. / 47.2293; 39.7444
მდებარეობა დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
არქიტექტორი ვ. რაზუმოვსკი
დაწყების თარიღი 1950-იანი წლების ბოლო

მწვანე თეატრი (რუს. Зелёный театр) — ღირსშესანიშნაობა და ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის როსტოვის დრამის თეატრის ნაწილი. მდებარეობს დონის როსტოვში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, დონის როსტოვი, თეატრის მოედანი № 1[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს განხორციელდა მაქსიმ გორკის სახელობის თეატრის რეკონსტრუქცია, რომლის შედეგდაც გააფართოეს მაყურებელთა დარბაზი. 1960 წელს კი გააფართოეს საკონცერტო მოედანი არქიტექტორ ვ. რაზუმოვსკის პროექტის მიხედვით. ამის შემდეგ ნაგებობამ მიიღო სახელწოდება „მწვანე თეატრი“. დამატებული სცენის ტევადობა იყო 3 000 ადამიანი, ხოლო თავად მოედანი 300 კვადრატული მეტრით გაზარდეს. თეატრის დეკორაციის შესაქმნელად მოიწვიეს მოქანდაკეები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან და დონის როსტოვიდან. თეატრმა თავისი სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ მის სიახლოვეს მდებარეობს ძალიან ბევრი ხე. 2000 წლის მონაცემებით შენობა ავარიული მდგომარეობაშია. მისი დაცვის სტატუსი დღემდე გაურკვეველია. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების საოლქო რეესტრში იგი შეტანილია, როგორც ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის როსტოვის მაქსიმ გორკის სახელობის დრამის თეატრის ნაწილი, ხოლო რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს მონაცემებით, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება[1].

2003 წელს შენობის რეკონსტრუქცია კვლავ არ დაწყებულა, სწორედ აღნიშნული სტატუსის გაურკვევლობის გამო[1]. ჩანიშნული შემდეგი სარემონტო სამუშაოები უნდა გამართულიყო 2012 და 2013 წელს[2], მაგრამ არც ეს რესტავრაცია ჩატარებულა. 2016 წლის მონაცემებით რესტავრატორების გეგმაში შედის სასცენო მოედნის გაფართოება და სათვალთვალო ბორბალის დადგმა. 2017 წლის მონაცემებით შენობის რესტავრაციისათვის საჭიროა 110 მლნ რუსული რუბლი. ამჯერად ნაგებობა კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია[3][4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]