მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტო (აზერბაიჯანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტო
Azərbaycan Respublikasının Kiçik və Orta Biznesin İnkişafı Agentliyi
KOBİA
უწყების შესახებ
შეიქმნა 28 დეკემბერი, 2017
უწყების ხელმძღვანელი ორხან მამედოვი, თავმჯდომარე
ზემდგომი უწყება აზერბაიჯანის ეკონომიკის სამინისტრო
საიტი
smb.gov.az/az/

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტო (აზერ. Azərbaycan Respublikasının Kiçik və Orta Biznesin İnkişafı Agentliyi; KOBİA) — სამთავრობო სააგენტო, რომელიც არეგულირებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

2017 წლის 28 დეკემბერს შეიქმნა აზერბაიჯანის მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო[1]. 2018 წლის 26 ივნისს სააგენტოს ეწოდა აზერბაიჯანის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტო[2]. სააგენტოს მმართველი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და მმართველი საბჭო.

სააგენტოს საქმიანობას მართავს სამეთვალყურეო საბჭო[3]. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს ეკონომიკის მინისტრი.

საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან შეთანხმებით.

სააგენტო აანალიზებს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარების ტენდენციებს, აკეთებს წინადადებებს მეწარმეების როლისა და მნიშვნელობის გაზრდის მიზნით; უზრუნველყოფს მეწარმეების მონაწილეობას შესაბამის სფეროში საკანონმდებლო აქტების განხილვაში; ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, აუმჯობესებს მეწარმეთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებს; არეგისტრირებს სტარტაპებს და აპატენტებს ინოვაციურ იდეებს; შესაბამის სამთავრობო უწყებებთან ერთად იღებს ზომებს ინვესტიციების წახალისების მიზნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]