მყვარი
იერსახე
| მყვარი | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჩვეულებრივი მყვარი | |||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||
| Pelobates (Wagler, 1830) | |||||||||||||
| გავრცელება | |||||||||||||
|
| |||||||||||||
| |||||||||||||
მყვარი (ლათ. Pelobates) — უკუდო ამფიბიების გვარი მყვარისებრთა ოჯახისა. მათთვის დამახასიათებელია ვერტუკალური გუგა, დაფის აპკი არ გააჩნიათ, აქვთ დიდი ზომის ტერფის ბორცვი, კარგად გამოხატული საცურაო აპკი. მყვარის გვარში 5 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ და ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. ყოფილ სსრკ-ში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მყვარი (Pelobates fuscus) და სირიული მყვარი (Pelobates syriacus). ეს უკანასკნელი გავრცელებულია ამიერკავკასიაში (საქართველოში ძალზე იშვიათად გვხვდება თბილისის მიდამოებში). მისი სიგრძეა 9 სმ. სხეული ზემოდან ბაცი რუხია, ზოგჯერ მოყვითალო მუქი მწვანე, უსწორმასწოროლაქებიანი. ზრდასრული მყვარი ბინადრობს ხმელეთზე, იკვებება ძირითადად მწერებით. მეტამორფოზი 70-85 დღე გრძელდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მუსხელიშვილი, თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 239.