მღიერულასებრნი
იერსახე
| მღიერულასებრნი | |||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Arctia villica | |||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||
| Arctiidae | |||||||||||
| |||||||||||
მღიერულასებრნი, დათუნელასებრნი (ლათ. Arctiidae) — პეპლების ოჯახი. მათი ფრთების შლილი ჩვეულებრივ 3-8 სმ აღწევს. მუხლუხი დაფარულია ბუსუსით. ნაირჭამია მწერებია, იკვებებიან ბალახოვანი მცენარეების ფოთლებით ან მღიერებით. იზამთრებენ მუხლუხები, იშვიათად ჭუპრები. ოჯახში 5000-მდე სახეობაა. მოიპოვებიან მთელ მსოფლიოში. საქართველოში გავრცელებულია 60-მდე სახეობა. ზოგი მღიერულასებრნი მავნებელია — აზიანებს ტყის, ბაღისა და საძოვრის მცენარეებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 237.