მღვიძარეთას მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მღვიძარეთას მონასტერი — ქრისტიანული მონასტერი შავი ზღვის პირზე, დაფუძნებული აბბა ალექსანდრეს მიერ.

20 წელი განაგებდა ღირსი ალექსანდრე ევფრატის სანაპიროზე მდებარე მის მიერ დაარსებულ პირველ სავანეს. შემდეგ თავის მოწაფეს, გამოცდილ ბერს – ტროფიმეს გადააბარა წინამძღვრობა, თვით კი სპარსეთის მოსაზღვრე ქალაქები მოიარა სახარების ქადაგებით. ასე ჩააღწია ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე, სადაც კიდევ ერთი მონასტერი დააარსა მისთვის მეტად საყვარელი „მღვიძარეთა“ ტიპიკონით.

„ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, მიქაელ მთავარეპისკოპოსი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ვახტანგ გორგასალს გაიწვიეს ანტიოქიაში, საიდანაც ის მღვიძარეთას მონასტერში გაამწესეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა, 1892

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]