მუსტაზადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მუსტაზადი (არაბ. მუსთაზად-დანამატიანი), სპარსული პოეტიკის მიხედვით ისეთი სალექსო ფორმა, როდესაც ყოველ სტრიქონს ან ბაითს მოსდევს მოკლე დანამატი, მისამღერი. ამ უკანასკნელს დამოუკიდებელი რითმა აქვს. მისამღერის დამატებით ნებისმიერი სალექსო ფორმა შეიძლება მუსტაზადად გადაიქცეს. გვხვდება საკმაოდ ადრინდელი ხანიდან (XIII საუკუნე), თუმცა მაინცდამაინც არ გავრცელებულა. ეს სალექსო ფორმა, უფრო ზუსტად, სახელწოდება, იხმარება გარდამავალი ხანის ქართულ პოეზიაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კობიძე დ., ქართული და სპარსული პოეტიკის ისტორიიდან, მის წგნ.: ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობანი, ტ. 2, თბ., 1969;
  • გვახარია ა., ქსე, ტ. 7, გვ. 210, თბ., 1984