მურა ჯამა სოკო
იერსახე
| მურა ჯამასოკო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Peziza badia (Pers., 1800) | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მურა ჯამა სოკო (ლათ. Peziza badia) — პეზიზასებრთა ოჯახის ჩანთიანი სოკო.
სამეცნიერო სინონიმები:
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოკოს ნაყოფსხეულის დიამეტრი 1-6 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად ბურთისებრია, გახსნის შემდეგ ღრმა ჯამის ფორმას იღებს, შიგნითა ზედაპირი წაბლისფერ-მურაა, გარედან შედარებით ღია ფერის. ზედაპირი მარცვლოვანი.
სპორები — ელიფსისებრი 15–18×7–10 მკმ, მარცვლოვან-ხორკლიანი ზედაპირით. ჩანთები ცილინდრულია და მოთავსებულია 8 სპორა.
ახალი ითვლება საჭმელ სოკოდ.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში. იზრდება ჯგუფებად (10-20 და მეტ ეგზემპლარამდე), ნიადაგზე, ტყეებში, ძირითადად წიწვოვანი ხეების ქვეშ, ასევე პარკებში, გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე.
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Peziza phyllogena Cooke, 1877 — მეტად წააგავს მურა ჯამა სოკოს, თუმცა გამოირჩევა არა ბადისებრი, არამედ წვრილმეჭეჭებიანი სპორებით.
- Peziza alaskana E.K.Cash, 1954 — ჩრდილოური სახეობა შავი-იისფერი ზედაპირით და ორნამენტირებული სპორებით. იზრდება მდინარისა და ტბის პირებზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 35, ISBN 99940-856-1-1.