მუნში პრემჩანდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მუნში პრემჩანდი
Prem chand.jpg
დაბ. თარიღი 31 ივლისი 1880(1880-07-31)[1]
დაბ. ადგილი ვარანასი
გარდ. თარიღი 8 ოქტომბერი 1936(1936-10-08)[1] (56 წელი)
გარდ. ადგილი ვარანასი
საქმიანობა რომანისტი, სცენარისტი და მწერალი
მოქალაქეობა ინდოეთი
British Raj Red Ensign.svg ბრიტანეთის ინდოეთი[2]
Magnum opus Godaan, Bazaar-e-Husn, Karmabhoomi და Shatranj ke khiladi
შვილ(ებ)ი ამრიტ რაი
ხელმოწერა Hastakshar premchand.jpg

მუნში პრემჩანდი (იგივე დჰანპატრაი შრივასტავი (ინდურად: धनपत राय श्रीवास्तव — დ. 1880, 31 ივლისი ლამჰი, ვარანასის მახლობლად - გ. 1936, 8 ოქტომბერი, ვარანასი) — ინდოელი მწერალი, პუბლიცისტი, სცენარისტი (ფსევდონიმები — პრემჩანდი, მუნში პრემჩანდი) . წერდა ჰინდის და ურდუს ენებზე. მუშაობდა მასწავლებლად და სკოლის ინსპექტორად. არის 13 რომანის და მოთხრობათა 40 კრებულის და მრავალის პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემჩანდის მოთხრობების პირველი კრებული "სამშობლოს სიყვარული" 1909 წელს გამოქვეყნდა. ინგლისელმა კოლონიზატორებმა ეს გამოცემა დაწვეს. მისი რომანები: „არენა“ (1925), „ბრძოლის ველი“ (1932), „სამსხვერპლო ძროხა“ (1936), კრებული შვიდი ლოტოსი (1917) და სხვ. აღბეჭდილია პოლიტიკური მოვლენების ნიშნით, სავსეა ინდოეთის დამოუკიდებლობის, სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლის მაგალითებით.

პრემჩანდი გამოდიოდა კოლონიალური და ფეოდალური ხელისუფლების კრიტიკით, ყურადღებას ამახვილებდა ტრადიციული კულტურის სისუსტესა და რელიგიური ფანატიზმის ფატალურ შედეგებზე. პრემჩანდი თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად პოლიტიკურ დევნასაც განიცდიდა. მისი თაოსნობით გამოდიოდა ჟურნალები „ჰანსი“ (1930—1936) და „ჯაგარანი“ (1932—1934).

პრემჩანდი იყო ინდოეთის ეროვნული კონგრესის ერთ-ერთი დამფუძნებელი (1936).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ა.ე აზარქსი. პრემ ჩანდი მ. 1962;
  • რაჰბარ ჰანსრაჯი პრემჩანდის ცხოვრება და მოღვაწეობა. მ. 1963;
  • ვ. ბალინი. პრემჩანდი - ნოველისტი. ლ. 1973;
  • ნ. დ. გავროშინა. პრემჩანდი და ინდური რომანები მე-20 საუკუნეში. მ. 2006;
  • რაჯეშვარ გურუ. პრემჩანდი. ეკადიაიანი. ბოპალი. 1958;
  • კამარ რაისი. პრემჩანდ კა ტანკიდი მუტალა, ალიგარხი. 1959;
  • ამრტრაი, პრემჩანდი. კალამ კა სიპაჰი. ალაჰაბადი. 1962;
  • Madan Gopal, Munshi Premchand. A literary biography, N. Y., 1964.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]