მუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Itch.jpg

მუნი — კანის პარაზიტული დაავადება, რომელსაც მუნის ტკიპა იწვევს.

გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაავადების გამომწვევია ტკიპა. დაავადების გავრცელების წყარო- დაავადებული ადამიანი. განასხვავებენ დაინფიცირების პირდაპირ და არაპირდაპირ გზას. პირდაპირი დასნებოვნების დროს გამომწვევი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელს გადაეცემა კონტაქტით. არაპირდაპირი გზა გულისხმობს გამომწვევის გადაცემას საყოფაცხოვრებო ნივთებით, თეთრეულით, დასაბანი ღრუბლით, პირსახოცით. ბავშვებში შესაძლოა გადაეცეს რბილი სათამაშოთი.

კლინიკური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუნის დროს საინკუბაციო პერიოდი შეადგენს 8-12 დღეს. ძირითადი კლინიკური სიმპტომია ქავილი, რომელიც ღამით ძლიერდება. დაავადებისთვის დამახასიათებელია კვანძოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარის განვითარება. კანზე შეიმჩნევა ნაკაწრები, რომლებიც ძლიერი ქავილის შედეგია და კანში ტკიპის სავალ „გზებს“ წარმოადგენს.

მუნი უმეტესად ვითარდება თითებს შორის ნაკეცებში. ასევე, ხელის თითების გვერდით ზედაპირებზე, მუცელზე, წვივებსა და ბარძაყების არეში და, საერთოდ, მთელ კანზე.

ძლიერი ქავილის შედეგად წარმოქმნილი ნაკაწრები ზოგჯერ ინფექციის შეჭრის ადგილი ხდება. ვითარდება ანთებითი პროცესები: დერმატიტი, პიოდემია, ეგზემა და სხვ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიაგნოსტიკის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კანის დათვალიერებას, დაავადებული ადამიანის ჩივილებს. ხშირია ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრის დაავადების შემთხვევები. საჭიროებისამებრ, მიმართავენ ლაბორატორიულ კვლევას მუნის ტკიპის აღმოსაჩენად.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარაზიტის საწინააღმდეგო პრეპარატების არჩევანი ფართოა. მუნის მკურნალობისას ძალზე მნიშვნელოვანია სამკურნალო პრეპარატის ზუსტი და სწორი გამოყენება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება მუნის დროულ დიაგნოსტიკასა და კონტაქტში მყოფი პირებისთვის პროფილაქტიკურ მკურნალობას. ამასთანავე უნდა ჩატარდეს როგორც პაციენტის ნახმარი ტანსაცმლის, ასევე საყოფაცხოვრებო საგნების- რბილი ავეჯის, ლოგინის გადასაფარებლის და სხვ. დეზინფექცია.

დაუშვებელია თვითმკურნალობა. პრეპარატი ინიშნება ასაკის გათვალისწინებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მუნი&oldid=3126978“-დან