მუზამე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუზამე“ — ექსპერიმენტული მულტიმედიური პლატფორმა საქართველოში, რომელიც თანამედროვე აუდიო/ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. პლატფორმა „მუზამე“ თავის თავში სამ ძირითად არხს აერთიანებს: ცოცხალ კონცერტებს, შეხვედრებს მუსიკოსებთან და ონლაინ ჟურნალს, რათა მსმენელმა უკეთ მოისმინოს, დაინახოს და გაიაზროს იდეები ავტორებთან ერთად.

„მუზამე“ წარსულში იყო ორგანიზატორი საქართველოში ისეთი შემსრულებლების გამოსვლების, როგორიც არიან Soap&Skin, ჯეი-ჯეი იოჰანსონი, Psychic TV და მოლი ნილსონი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]