მსუქანასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსუქანასებრნი
Hylotelephium spectabile
Hylotelephium spectabile
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მსუქანასებრნი
ლათინური სახელი
Crassulaceae

მსუქანასებრნი (ლათ. Crassulaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ბალახები და ბუჩქბალახებია. წვნიანი ღერო და ხორცოვანი ფოთლები აქვთ. მსუქანასებრთა მეტი წილი სუკულენტია. ბევრი მათგანი ადვილად მრავლდება ვეგეტატიურად (ან უბის კვირტებით, ფოთლის დაფესვიანებით, ან ღეროს პატარა ნაწილებით); ზოგიც ცოცხლადმშობი მცენარეა.

ოჯახი 1400-მდე სახეობაა. უმრავლესობა გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, მექსიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში, მშრალ და ქვიან ადგილებში. საქართველოში გვხვდება 29 სახეობა. სახეობათა მეტი წილი თავმოყრილია კლდისდუმას და კლდისვაშლას გვარებში. მსუქანასებრთა ბევრ სახეობას ამრავლებენ დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]