მრგვალთავა
მრგვალთავა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Phrynocephalus | |||||||||||||||
|
მრგვალთავა (ლათ. Phrynocephalus) — ხვლიკების გვარი ჯოჯოსებრთა ოჯახისა. აქვთ გაბრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 7-23 სმ აღწევს. ოჯახში 45-მდე სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში (კასპიის ზღვიდან ჩინეთამდე). ბინადრობენ ქვიშიან, თიხიან ან ქვიან უდაბნოებსა და ნახევრად უდაბნოებში. ტანად ყველაზე დიდია ყურებიანი მრგვალთავა (Phrynocephalusmystaceus), რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ კავკასიაში, ქვემო ვოლგაზე, ურალში, შუა აზიაში. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში გვხვდება თაყირის მრგვალთავა (Phrynocephalus heliscopus). ტანად ყველაზე პატარაა ქვიშის მრგვალთავა (Phrynocephalus interscapularis), რომელიც გავრცელებულია კასპიის ზღვიდან არალის ზღვამდე.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მუსხელიშვილი თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 166.