მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (სტარო-ვაგანკოვო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (სტარო-ვაგანკოვო) — რუსეთი
მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (სტარო-ვაგანკოვო)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′00″ ჩ. გ. 37°36′27″ ა. გ. / 55.75000° ჩ. გ. 37.60750° ა. გ. / 55.75000; 37.60750
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710449007
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის წმინდა ნიკოლოზის ტაძარი (რუს. Храм Святителя Николая) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის არბატის რაიონში, ადგილზე, რომელიც ძველად ცნობილი იყო ვაგანკოვოს სახელით.

ეკლესია აგებულია XVI საუკუნეში. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის დაარსების ზუსტი თარიღი დღევანდელ პერიოდამდე ცნობილი არაა. პირველი ცნობები მშენებარე ტაძრის შესახებ მიეკუთვნება XVI საუკუნის დასაწყისს. ითვლება, რომ ტაძარი ააგეს 1531 წელს და მანამდე მის ადგილზე იდგა ხის ეკლესია, რომელიც ნიკოლო-პეშნოშკის მონასტრის მეტოქის ნაწილს წარმოადგენდა. ისტორიკოსი ივან თოქმაქოვი თვლის, რომ ტაძარი თავდაპირველად ააგეს 1497 წელს, ხოლო 1523 წელს გაარემონტეს, ხოლო 1530 წელს მიაშენეს ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე[1].

XVII საუკუნის პირველ ნახევარში ეკლესია დაშალეს და ძველ სარძიკველზე ააგეს ახალი შენობა. ტაძარი იყო კუბის ფორმის[2]. XVII საუკუნის ბოლო წლებში ეკლესიას ჰქონდა სამხრეთის ეგვტერი სერგი რადონეჟელის სახელზე, ხოლო ტაძრის ჩრდილოეთით ააშენეს მცირე ეკლესია ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელზე[3].

1745-1759 წლებში მოძველებული ეკლესია გადააკეთეს: 1755 წელს აკურთხეს სერგი რადონეჟელის ეგვტერი, ხოლო 1759 წელს მთავარი საკურთხეველი. 1792 წელს ეკლსიას დასავლეთიდან მიაშენეს ქვის სამრეკლო. 1792წელს დაშალეს ორმოცი სებასტიელი მოწამის სახელობის ეკლესია. ამჟამად მის ადგილზე დგას ხის ჯვარი.

1812 წლის ხანძრის დროს ეკლესია ძლიერ დაზიანდა. 1813 წელს ჯერ მიაწერეს, ხოლო 1814 წელს ჯვართამაღლების მონასტერს. 1814 წელს აკურთხეს მთავარი საკურთხეველი, ხოლო სერგი რადონეჟელის ეგვტერი არ აღუდგენიათ დიდი ხნის განმავლობაში. 1842 წელს დაშალეს სამრეკლო და აღადგინეს სერგი რადონეჟელის ეგვტერი, სადაც შეინარჩუნეს XVIII საუკუნის კანკელი.

XIX საუკუნის შუა წლებში ეკლესია ფაქტობრივად კარის ეკლესია იყო.

1903 წელს გააფართოვეს ტაძრის შესასვლელი, ააშენეს სამრეკლო ფსევდორუსულ სტილში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1919 წელს შეაჩერეს ღვთისმსახურება. 1923 წელს შენობის მუზეუმისათის გადაცემას ითხოვდა ანატოლი ვინოგრადოვი. საბოლოოდ გადაწყვეტილება შენობის გადაცემაზე მიიღეს 1924 წელს.

1980-იან წლებში ეკლესიაში დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები. ღვთისმსახურება აღსდგა 1992 წელს, ხოლო 1993 წელს ტაძარი აკურთხეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Паламарчук П. Г. Москва в границах Садового кольца // Сорок сороков Краткая иллюстрированная история всех Московских храмов. — Москва: Астраль, 2004. — Т. 2. — С. 121—124. — 744 с. — 7000 экз. — ISBN 978-5-271-07711-1.
  • Забелин И. Е. Материалы для истории, археологии и статистики города Москвы. — Москва: издательство Московской Городской думы, 1884. — Т. 1. — С. 430-433.
  • Шармин П. Н. Церковь Николая Чудотворца на Старом Ваганькове // Москва. Энциклопедический справочник : Москва. — Большая Российская Энциклопедия, 1992.
  • Указатель московских церквей / сост. Александровский М.. — Москва: Русская Печатня, 1915. — 14 с.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Токмаков И. Ф. Историко-археологическое описание Церкви св. Николая Чудотворца, что на Знаменке в Москве. — М.: Губ. тип., 1893. — С. 27.
  2. Белый город / Макаревич Г. В., Альтшуллер Б. Г., Балдин В. И., Богданов В. В., Давид Л. А., Добровольская Э. Д. и др.. — М.: Искусство, 1989. — С. 49—50. — 380 с. — 50 000 экз.
  3. Брилёва Т. В., Игнатович Т. Н. Церковь Николая Чудотворца в истории Румянцевского музея // Книга в пространстве культуры. — М.: Рос. гос. б-ка, 2013. — Вып. 1(9). — С. 129—139.