მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (იაუზის ჭიშკარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (იაუზის ჭიშკარი) — რუსეთი
მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (იაუზის ჭიშკარი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°45′04″ ჩ. გ. 37°38′36″ ა. გ. / 55.75111° ჩ. გ. 37.64333° ა. გ. / 55.75111; 37.64333
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710589000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი მოსკოვური ბაროკო
თარიღდება 1700-1702

მოსკოვის პეტრესა და პავლეს ტაძარი (რუს. Храм Петра и Павла) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტაგანის რაიონში. აგებულია 1700-1702 წლებში. ტაძარი არის მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ღვთისმშობლის ხატის - ზეციური სასწაულის სახელზე. ეგვტერები - მოცქულების პეტრეს და პავლეს და ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი პეტრესა და პავლეს ტაძრის ადგილზე პირველი ქვის ტაძრის არსებობის შესახებ მოგვითხრობს 1631 წლის დოკუმენტი. ერთსახკურთხევლიანი ტაძარი ნაკურთხი იყო პეტრე და პავლე მოციქულის სახელზე. შემონახულია მტკიცებულება იმისა, რომ 1693 წელს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ადრიანმა იგალობა ტაძარში ვასია სტროგანოვთან ერთად.

ამჟამად არსებული ტაძრის შენობა ააგეს 1700-1702 წლებში. მისი მშენებლობა დაიწყო პატრიარქ ადრიანის კურთხევით. ახალი ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხი იყო ღვთისმშობლის ხატის - ზეციური სასწაულის სახელზე. ძველი საკურთხეველი პეტრესა და პავლეს სახელზე ნაკურთხი განათავსეს ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში, ზამთრის თბილ ეგვტერში. ტაძარი ააგეს მოსკოვური ბაროკოს სტილში. 1731 წელს თბილი ტაძრის სამხრეთ ნაწილში მიაშენეს ეგვტერი, რომლის საკურთხეველიც აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ამ მომენტიდან ეკლესია უკვე სამსაკურთხევლიანია[1]. 1876 წელს არქიტექტორ ალექსანდრე პოპოვის პროექტის მიხედვით ტაძრის სამხრეთი ეგვტერი გააფართოეს.

1748 წელს ტაძარი ძლიერ დააზიანა ხანძარმა, მაგრამ მალევე აღადგინეს მრევლის შემოწირულობებით. 1771 წელს ააგეს ახალი, სამიარუსიანი სამრეკლო. 1812 წელს ტაძარი უმტკივნეულოდ გადაურჩა სამოქალაქო ომის პერიოდში მიმდინარე მარადიორობასა და ხანძარს, მაგრამ მღვდლების სახლი და საეკლესიო ნაგებობები დაიწვა.

სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით საბჭოთა მმართველობის პერიოდში ეკლესია არასოდეს არ დაუხურავთ. რევოლუციის შემდეგ იყო ტაძრის დახურვის მცდელობები, განსაკუთრებით აქტიურობდნენ პიონერები, რომლებიც მოითხოვდნენ მათთვის შენობის გადაცემას. ამ მძიმე წლებში ტაძარში გადააბრძანეს დახურული ეკლესია-მონასტრების სიწმინდეები. 1935 წლიდან 1948 წლამდე ტაძრის წინამძღვარი იყო არკადი პონომარიოვი.

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1874 წელს სერბებს გადაეცა კვიროსისა და იოანეს ეკლესია[2], მაგრამ 1918 წელს მეტოქი საბჭოთა ხელისუფლებამ გააუქმა, ხოლო თავად ეკლესია 1933 წელს დაანგრია[2].

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის ალექსი I-ის ლოცვა-კურთხევით აღორძინდა 1948 წელს და განთავსდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, მაგრამ პოლიტიკური მიზეზების გამო მეტოქმა ვერ შეძლო ფუნქციების შესრულება[3].

1999 წელს პატრიარქ ალექსი II-ის ბრძანებით, წმინდა მოციქულების პეტრესა და პავლეს ეკლესიაში დაარსდა საპატრიარქო მეტოქი, ამასთანავე ამავე ეკლესიაში გაიხსნა სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლობაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. История храма დაარქივებული 2009-09-23 საიტზე Wayback Machine. — статья официального сайта
  2. 2.0 2.1 Подворье Сербской Православной Церкви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2013-03-09.
  3. Подворье Сербской Православной Церкви. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-12. ციტირების თარიღი: 2013-03-09.