მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ტვერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
Старообрядческий храм на Белорусской 04.jpg
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ტვერი) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°46′40″ ჩ. გ. 37°35′08″ ა. გ. / 55.77778° ჩ. გ. 37.58556° ა. გ. / 55.77778; 37.58556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი სტაროობრიადცული ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710091000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1914-1921

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური სტაროობრიადცული ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია X საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის ტვერის რაიონში. არის ფედერალური მნიშვნელობის არქიტექტურის ძეგლი.

ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1914 წელს, ხოლო აკურთხეს 1921 წელს[1]. მეორე მსოფლიო ომის შემვეგ მასში განათვასეს სმხატვრო სახელოსნო. თემს გადაეცა 1990-იან წლებში, 1995 წლიდან აღსდგა ღვთისმსახურება[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესის ადგილზე მდებარეობდა ხის სამლოცველო და სტაროობრიადცული სამლოცველო. სავარაუდოდ იგი ააგეს 1815 წელს ვაჭარ ნიკოლოზ დიმიტრის ძე ცარსკის ფინანსებით, რომლის პატივსცემის ნიშნადაც სამლოცველომ მიიღო არაოფიციალური სახელწოდება „ცარსკის სამლოცველო“. მოგვიანებით ნაგებობა გადავიდა რახმანოვების ხელში და თემის სახელიც უკვე ამის მიხედვით შეიცვალა. 1870-იან წლებში სამლოცველოს მიაშენეს საკურთხეველი და 1905 წელს იგი ჩამოყალიბდა როგორც ტაძარი, ეს ის დროა როცა სტაროობრიადცელებმა მიიღეს საკუთარი ტაძრის ლეგალური აშენების უფლება.

ტაძრის პირველი პროექტი შეასრულა არქიტექტორმა ივან კონდრატენკომ 1908 წელს ი. რახმანოვის დაკვეთით. საქალაქო მმართველობამ პროექტი დაამტკიცა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო იგი გადაიდო. ექვსი წლის შემდეგ ახალი პროექტის შესამუშავებლად თემმა მოიწვია ახალი არქიტექტორი ანტონ გუჟიენკო. ტაძარი ააშენეს ახალრუსულ სტილში, რომელიც ორიენტირებული იყო ადრეულ ნოვგოროდულ ხუროთმოძღვრებაზე და ძალიან ჰგავდა ნერედიცის ეკლესიას, რომელიც დიდ ნოვგოროდში იდგა.

პირველი მსოფლიო ომის დროს ეკლესიის შენებლობა შენელდა, თუმცა არ შეჩერებულა. მშენებლობა დასრულდა 1915 წელს, ხოლო ტაძრის კურთხევა შედგა 1921 წელს, როცა საბოლოოდ დასრულდა შიდა სამუშაოები.

1940-1941 წლებში ტაძარში ღვთისმსახურება მიმდინარეობდა. დიდი სამამულო ომის დაწყებამდე მის სარდაფში განთავსებული იყო მეშვიდე დღის ადვენტისტების სამლოცველო. ომის დროს ეკლესიის შიგნით განთავსებული იყო მოსკოვის საჰაერო თავდაცვის საწყობი, ხოლო შემდეგ მოქანდაკე სერგეი ორლოვის სახელოსნო. 1989 წელს სახელოსნო გაიტანეს შენობიდან და იგეგმებოდა საკონცერტო დარბაზის გახსნა.

პირველი ლოცვა აღევლინა 1995 წელს ელია წინასწარმეტყველის ეგვტერში და დაიწყო ტაძრის გადაცემის პროცესი სტაროობრიადცელების თემისთვის.

ტაძარში ამჟამად ელექტოენერგიას იყენებენ დამხმარე ოთახებში, ღვთისმსახურების დროს ანთია მხოლოდ კანდელები და სანთლები. ტაძარში დაცული ყველაზე ძველი ხატია წმინდა ზოსიმე და საბატი სოლოვკელების ხატი, რომელიც დაწერილია XIX საუკუნეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Храм Николы Чудотворца у Тверской заставы. Русская вера. წაკითხვის თარიღი: 2017-07-22.
  2. Никольская церковь у Тверской заставы. Узнай Москву. წაკითხვის თარიღი: 2017-07-22.