მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზელენოგრადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზელენოგრადი) — რუსეთი
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ზელენოგრადი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°59′43″ ჩ. გ. 37°14′37″ ა. გ. / 55.99528° ჩ. გ. 37.24361° ა. გ. / 55.99528; 37.24361
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 7702087001 № 7702087001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ფსევდოგოთიკა
თარიღდება XIX საუკუნე

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი-მუზეუმი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XIX საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ზელენოგრადში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე, ეგვტერები კი ქრისტეს აღდგომის, ღვთისმშობლის კვართის, ეკატერინე დიდმოწამის, იოანე მხედრისა და მიტროფანე ვორონეჟელის სახელზე.

კომპლექსი შედგება საკუთრივ ეკლესიისაგან (ტაძარი), სამრეკლოსა და ბერების კელიებისაგან. ტაძარი და სამრეკლო არის ყველაზე ძველი ნაგებობა ქალაქის ტერიტორიაზე. ტაძრის სტილიზებული გამოსახულება გამოყენებულია სავიოლკის რაიონის დროშაზე და გერბზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძარი დგას ადგილზე, რომელიც ადრე ეკუთვნოდა მოსკოვის ნოვინის მონასტერს. პირველი, ხის ეკლესია, აკურთხეს წმინდა ნიკოლოზ მირონ ლუკიის მტავარეპისკოპოსის სახელზე. იგი ააგეს 1756 წელს. ეკლესიასთან ახლოს მდებარეობდა წმინდა ნიკოლოზის სასაფლაო, რომელსაც ამავე წელსვე ჩაეყარა საფუძველი.

1802 წელს მამულის ახალი მფლობელი გახდა ანდრეი ნიკოლოზის ძე დოლგორუკოვი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვის ეკლესიის მშენებლობას. მისი მშენებლობა დასრულდა 1827 წელს. ქვედა (თბილი) ეკლესია აკურთხეს 1827 წელს, ზედა (ცივი) კი - 1828 წელს. მალე ძველი ხის ეკლესია დაანგრიეს[1].

საბჭოთა ხელისუფლებამ ტაძარი დახურა 1930-იანი წლების შუა პერიოდში, სამრეკლო დაანგრიეს[1].

1988 წელს მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ტაძრის მრევლის ინიციატივით ანდრეევკის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია დაუბრუნდა რუსეთის მართლმადივებელ ეკლესიას. აღორძინებული ტაძის პირველი წინამძღვარი გახდა ვლადიმერ ხარიტონოვი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Никольская церковь დაარქივებული 2013-03-15 საიტზე Wayback Machine. // Достопримечательности Зеленограда
  2. Возрождение православной жизни в Зеленограде с 1980-х годов დაარქივებული 2010-02-06 საიტზე Wayback Machine. // Официальный сайт Никольского храма и Зеленоградского благочиния