მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ბერსენევკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი
Moscow StNicholasChurch Bersenevka1.jpg
მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (ბერსენევკა) (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′37″ ჩ. გ. 37°36′38″ ა. გ. / 55.74361° ჩ. გ. 37.61056° ა. გ. / 55.74361; 37.61056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710077003
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1657

მოსკოვის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის იაკიმანკის რაიონში.

ტაძარს აქვს სამი საკურთხეველი. ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია სამების სახელზე, ხოლო ეგვტერები ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და თეოდოსი დიდის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილი, სადაც დგას ტაძარი, უძველესი დროიდან დაკავებული იყო საეკლესიო ნაგებობებით. 1390 წლისთვის ამ ტერიტორიაზე არსებობდა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ბოლოტის მონასტერი, რომლის ფარგლებშიც შედიოდა ხის ტაძარი, რომელიც 1625 წლის წყაროებში მოიხსენიება, როგორც ბერსენევკის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ტაძარი.

1650-იან წლებში ავრეკი კირილოვმა დაიწყო მონასტრის დაარსება გაუქმებული ნიკოლოზის სახელობის მონასტრის ადგილზე. 1657 წელს მისი დაკვეთით ააშენეს ქვის ტაძარი სამების სახელზე, რომელსაც ეგვტერი ჰქონდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე ნაკურთხი. არქიტექტურული თვალაზრისით ტაძარი მიეკუთვნებოდა XVII საუკუნის შუა წლების მოსკოვის ტაძრების ახალ ტიპს. იგი აგებული იყო კვადრატის ფორმით, სამრეკლოსა და სატრაპეზოსთან ერთად, რომელიც ჩრდილოეთიდან ჰქონდა მიდგმული. ტაძარი მდიდრულადაა გაფორმებული. ტაძრის ძირითადი ნაგებობა სრულდება მთელი რიგი კოკოშნიკებით, რომლებიც ასევე გამოყენებულია გუმბათის ყელზე. მდიდრულადაა დეკორირებული ფასადები, ფანჯრის თამასები და ფრიზები. ტაძრის დასავლეთ ნაწილში განთავსებულია კირილოვების საგვარეულო განსასვენებელი. 1694 წელს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე აკურთხეს იაკობ ავერკის ძის ქვრივის ირინას მიერ აგებული ევტერი. ირინა სიმონის ასულმა ეკლესიას გადასცა ასევე ორსართულიანი ნაგებობა სანაპიროზე, რათა მასში განთავსებულიყო დიაკვნის ოთახი და ასევე სათნოების სახლი. სახლთან ააშენეს სამრეკლო. ასევე შეუკვეთეს დიდი ზარი, რომელიც დაამზადა ოსტატმა ივანე მოტორინმა, რომელმაც ასევე შესწირა კიდევ ხუთი ზარი.1775 წელს ტაძარს დასავლეთიდან მიაშენეს სატრაპეზო კლასიციზმის სტილში, რამაც ძლიერ შეცვალა ტაძრის პირვანდელი სახე. ტაძარი დაიწვა 1812 წლის ხანძრის დროს, რის შემდეგაც აღადგინეს და აკურთხეს ხელახლა. ხის, დამწვარი სატრაპეზოს ადგილზე 1817-1823 წლებში ააგეს ახალი კლასიკური სტილის ტაძარი, მასში განთავესებული იყო ორი ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და თეოდოსი დიდის სახელზე[1]. ძველი სამრეკლო დაშალეს სიძველის გამო 1815-1820 წლებში[2]. 1853-1854 წლებში დასავლეთის კედელთან მიაშენეს ახალი სამრეკლო არქიტექტორ ნიკოლაი დმიტრიევის პროექტის მიხედვით.

1925 წელს აბერკი კირილოვის სახლში განათავსეს ცენტრალური სახელმწიფო სარესტავრაციო სახელოსნო, ხოლო 1930 წელს ეკლესია დახურეს. 1932 წელს რესტავრატორების განცხადების საფუძველზე მოხსნეს გუმბათი. 1958 წელს ტაძარში განათავსეს რუსეთის კულტუროლოგიის ინსტიტუტი.

1992 წლიდა ტაძარში არსებულ საკონცერტო ვარბაზში მიმდინარეობს ლოცვები. ამჟამად ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაშია და მასთან მუშაობს საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა.

ეკლესიის წინამძღვარია იღუმენი კირილ (სახაროვი)[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • А. Успенский. Церковь св. Николая Чудотворца, на Берсеневке [1]. 1906.
  • Древности (издание Московского археологического общества), том 5. 1885.
  • А. Мартынов. Русская старина в памятниках церковного и гражданского зодчества, год 1. 1852

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье / Гл. ред. Макаревич Г. В. — М.: Искусство, 1994. — С. 87. — ISBN 5-210-02548-9.
  2. Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье / Гл. ред. Макаревич Г. В. — М.: Искусство, 1994. — С. 88. — ISBN 5-210-02548-9.
  3. В. Клементьев. В какой «прорыв» бросают Берсеневку?