მოსკოვის მარტინე აღმსარებლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის მარტინე აღმსარებლის ეკლესია
მოსკოვის მარტინე აღმსარებლის ეკლესია — რუსეთი
მოსკოვის მარტინე აღმსარებლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°44′36″ ჩ. გ. 37°39′37″ ა. გ. / 55.74333° ჩ. გ. 37.66028° ა. გ. / 55.74333; 37.66028
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735887000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) როდიონ კაზაკოვი
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება XVI საუკუნე

მოსკოვის მარტინე აღმსარებლის ეკლესია (რუს. Церковь Святого Мартина Исповедника) — მართლმადიდებლური ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მოსკოვში. ეკლესია დაარსებულია XVI საუკუნეში.

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია უფლის ამაღლების სახელზე, ხოლო ეგვტერები წმინდა მარტინე აღმსარებლის, რომის პაპისა და საქართველოს ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ ადგილზე ეკლესიის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ ესაა 1502 წლის 14 აპრილი, როცა მოიხსენიებდნენ რომის წმინდა პაპს მარტინ აღმსარებელს. ივან სნეგირიოვი თვლის, რომ ეკლესია ააგეს 1492 წელს[1]. პირველი საარქივო მასალა, რომელშიც მოხსენიებულია ეკლესია, მიეკუთვნება 1625 წელს.

1780 წელს მოსკოვს სტუმრობდა საღვთო რომის იმპერატორი იოზეფ II, რომელიც მიიღო ევროპული განათლების მქონე მიტროპოლიტმა პლატონმა. მიტროპოლიტმა არამარტო აჩვენა სამეფო სტუმარს ქალაქი, არამედ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იმპერატორის გამგზავრებიდან ძალიან მალევე ძველი ეკლესიის გვერდით საფუძველი ჩაუყარეს ახალ ეკლესიის მშენებლობას, მაგრამ მშენებლობა დაიწყო მხოლოდ 1791 წელს, როდესაც მის ასაშენებლად ფული გაიღო მოსკოველმა ჩაის ვაჭარმა ვასილი ჟიგარევმა. პროექტი დაუკვეთეს არქიტექტორ როდიონ კაზაკოვს[2]. 1792 წელს მიტროპოლიტმა პლატონმა დალოცა მშენებლობის დაწყება, ხოლო 1806 წელს აკურთხა ახალი ტაძრის საკურთხეველი. წმინდა მარტინ აღმსარებლის ტაძარში გაიმართა 1812 წელს ნაპოლეონის ჯარების გასვლის შემდეგ. 1812 წლის მოსკოვის ხანძრის დროს ეკლესია მნიშვნელოვნად დაზარალდა და მისი რესტავრაცია გაგრძელდა 1821 წლამდე.

ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ტაძარი დაიხურა 1931 წელს. თავდაპირველად შენობაში განათავსეს დოკუმენტური ფილმების სტუდია „Востоккино“, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის წიგნის პალატის ფონდები.

1990 წლიდან დაიწყო მორწმუნეებისათვის ეკლესიის გადაცემის პროცესი, რომელიც საბოლოოდ დასრულდა 1996 წელს. 1998 წლის 28 მაისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ აღასრულა ტაძრის კურთხევა.

ეკლესიაში დაცულია ისეთი სიწმინდეები, როგორიცაა საქართველოს ღვთისმშობლის ხატი და მთელი რიგი წმინდანების წმინდა ნაწილები, მათ შორის მარტინ აღმსარებლის, წმინდა ტიხონისა და მატრონა მოსკოველის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Александр Шамаро «Святой Мартин на Большой Коммунистической», «Наука и религия», № 9, 1991, ISSN 0130-7054
  2. Казаков Родион Родионович // arhikuzminki.narod.ru