მოსკოვის კოზმას და დამიანეს ტაძარი (კოსმოდემიანსკოე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ტაძარი (კოსმოდემიანსკოე) — რუსეთი
მოსკოვის კოზმას და დამიანეს ტაძარი (კოსმოდემიანსკოე)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°52′49″ ჩ. გ. 37°27′19″ ა. გ. / 55.88028° ჩ. გ. 37.45528° ა. გ. / 55.88028; 37.45528
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7736203004
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XVI საუკუნე
დეტალები
გუმბათი 1

მოსკოვის კოზმას და დამიანეს ეკლესია (რუს. Церковь Космы и Дамиана) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVI საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის ჩრდილოეთის ადმინისტრაციული ოლქის ლევობერეჟნის რაიონში. აქვს რეგიონალური არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].

ეკლესიის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია კოზმა და დამიანეს სახელზე, ხოლო ეგვტერი ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოზმა და დამიანეს სახელობის ეკლესია სოფელ კოსმოდამიანსკოეში ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნეში. 1726 წელს დაიწყეს ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა, მოძველებული ხის ეკლესიის ადგილზე. ახალი ტაძრის კურთხევა შედგა 1730 წელს.

1889 წელს კოსმოდამიანსკოეს ეკლესიის სამხრეთ ნაწილში ელენე ენალევაიას ქველმოქმედებითა და ალექსანდრე ნიკიფოროვის პროექტით, ააშენეს და აკურთხეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეგვტერი. მოგვიანებით (1896 წელს) ააგეს საეკლესიო-სამრევლო სკოლის შენობა.

1920-1930-იან წლებში ეკლესია მრევლის ძალისხმევით გადაურჩა მძიმე საბჭოთა წლებს. ამ პერიოდში ეკლესიის წინამძღვრად მსახურობდა მამა სერგი ვლადიჩენსკი, რომელიც 1931 წელს დააპატიმრეს და გადასახლებაში გარდაიცვალა. 1940 წლის 5 სექტემბერს ეკლესია დახურეს, ხოლო ეკლესიის შენობაში სტამბა განათავსეს.

სტამბა ეკლესიის შენობაში განთავსებული იყო 1990-იან წლებამდე, შემდეგ სტამბა დახურეს და ეკლესია გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას.1994 წელს წმინდა ალექსანდრე ნეველის ეგვტერში შესრულდა პირველი ლიტურგია და დაიწყო ეკლესიის აღდგენა და რესტავრაცია. 1998 წელს ეკლესიას სტუმრობდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II.

2000 წელს ააგეს ეკლესიის სამრეკლო. 2002 წელს გუმბათზე ოქროს ჯვარი დაადგეს. 2003 წლიდან 2005 წლამდე ეკლესია სრულიად მოხატეს.

ეკლესიასთან მოქმედებს საკვირაო სკოლა ბავშვებისათვის. ასევე მოქმედებს ახალგაზრდული წრე.

2015 წლის 11 ოქტომბერს პატრიარქმა კირილემ ტაძარი აკურთხა და აღასრულა საღვთო ლიტურგია ახლადაღდგენილ ეკლესიაში[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Храм свв. бесср. Космы и Дамиана. reestr.answerpro.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-15. ციტირების თარიღი: 2012-04-30.
  2. Храм святых бессребреников Космы и Дамиана в Космодемьянском. kosmaidamian.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-10. ციტირების თარიღი: 2016-01-11.