მოსკოვის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მოსკოვის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი
მოსკოვის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი — რუსეთი
მოსკოვის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 55°43′59″ ჩ. გ. 37°37′26″ ა. გ. / 55.73306° ჩ. გ. 37.62389° ა. გ. / 55.73306; 37.62389
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა მოსკოვი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7710552000
საიტი ოფიციალური ვებგვერდი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) კარლ ბლანკი,
ფიოდორ შესტაკოვი,
დმიტრი პევნიცკი
თარიღდება XVII საუკუნე

მოსკოვის დიდმოწამე ეკატერინეს ტაძარი (რუს. Храм Великомученицы Екатерины) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. იგი არის ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი. მდებარეობს მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის იაკიმანკის რაიონში. ზაფხულის ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე. ზამთრის ტაძრის მთავარი საკურთხეველი კი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე. ეგვტერები კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და ალექსანდრე ნეველის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ცნობები აღნიშნულ ადგილზე ხის ტაძრის მშენებლობის შესახებ თარიღდება 1612 წლით. 1657 წლისათვის ხის ეკლესია შეცვალეს ქვის ნაგებობით.

ამჟამად არსებული ეკლესია აგებულია 1766-1775 წლებში ბაროკოს სტილში, კარლ ბლანკის პროექტის მიხედვით. სავარაუდოდ, ეკლესიის აგება ბრძანა თავად ეკატერინე II-მ თავისი კორონაციის დროს 1762 წელს. კარლ ბლანკმა ახალი ნაგებობა ააგო ძველის გვერდით. ორივე ეკლესია გააერთიანა ცენტრალური გასასვლელით, რომელსაც ზემოდან სამრეკლო დაადგა. ახალი დღემდე შემორჩენილი ეკლესია მოქმედებდა ზაფხულობით, ძველი კი - ზამთრობით.

1883 წლის ფოტო. ზამთრის ეკლესიის სამრეკლო და გუმბათი (მარცხნივ ფოტოზე)მოანგრიეს 1930-იან წლებში.

იმავე 1769 წელს ეკლესიას შემოავლეს ღობე, რომელიც გადააკეთეს 1812 წლის ხანძრის შემდეგ 1820-იან წლებში. გამოიყენეს ცხაურები, რომელიც დაამზადეს კრემლის ტაძრის მოედნისათვის.

ხატები ეკლესიისათვის დაწერა რუსმა ფერმწერმა დიმიტრი ლევიცკიმ, ვ. ვასილევსკისთან ერთად. აღნიშნული ხატები დრემდა არ შემონახულა.

თბილი ეკლესია დაიწვა 1812 წელს, ააგეს მხოლოდ 1870-1872 წლებში მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის სახელზე. 1879-1880 წელს ეკლესიის ტერიტორიაზე არქიტექტორმა დ. პევნიცკიმ ააგო სათნოების სახლი.

1920-1924 წლებში ტაძრის დღესასწაულზე მსახურებას ატარებდა პატრიარქი ტიხონი.

1931-1932 წლებში ეკლესია დახურეს და გამოიყენებოდა სხვადასხვა კანტორისა და საცხოვრებელი ფართისათვის. სამრეკლო დაანგრიეს 1930-იან წლებში.

1970-1983 წლებში ზაფხულის ეკლესიის ინტერიერი აღადგინეს. მაცხოვრის ხატის ეკლესიას მოხსნეს გუმბათი და გამოიყენებდნენ როგორც სამრეწველო დანიშნულებით.

1992წელს ტაძარი გადაეცა მართლმადიდებელ მრევლს. 1994 წლიდან ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეტოქი გახდა.

ტაძარში პირველი ლიტურგია აღევლინა 1995 წელს ხარების დრესასწაულზე.

1999 წლის 11 ივნისს შედგა ტაძრის კურთხევა, რომელიც აღასრულა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის მთავარეპისკოპოს, ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ თეოდოსისთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Москва. Памятники архитектуры XVIII — первой трети XIX века, М., «Искусство», 1975
  • П. В. Сытин, «Из истории московских улиц», М., 1948

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]