მომხმარებლის განხილვა:Pieta

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობა Pieta, იქნებ ერთი სტატია წარმოადგინო რჩეული სტატიის კანდიდატად, გთხოვ ამ გვერდს ვიკიპედია:რჩეული სტატიები გადახედო თუ რა მონაცემებია საჭირო. Zangala 16:07, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

Zangala ეს უკვე სასიხარულო ფაქტია, თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი რომელიმე სტატია ღირსეული კანდიდატურაა. როგორ უნდა წარვადგინო სიმართლე გითხრათ არც კი ვიცი. ისე ჩემი "ნამუშევრებიდან" მე თვითონ მომწონს სტატია "აქილევსი". Pieta 16:51, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

შეგიძლია ზემოთ ხსენებულ გვერდზე ჩაწერო და შემდეგ სხვა მომხმარებლებიც შევაფასებთ და გადავწყვიტავთ ერთად. პირადად ჩემი აზრით ცუდი სტატიები არ გაქვს და კარგი იქნება რჩეულ სტატია ერთ კვირაში შეიცვალოს, მანამდე კი დრო გაქვს სტატიის მოსამზადებლად. Zangala 17:12, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

პრინციპში არ ღირს. უკეთესია უბრალოდ გავაგრძელებ ჩემს "საქმიანობას" და იმედი მაქვს რამით მაინც დავეხმარები ქართული ვიკის განვითარებას. სიმართლე გითხრათ, ჩემს ერთ–ერთ მეგობართან ერთად ვფიქრობდი ქართული ინტერნეტ ენციკლოპედიის შექმნას და ძალიან გამეხარდა როცა ვიკის შესახებ შევიტყვე. ისე გირჩევთ საშა (ალექსანდრე) ელერდაშვილის გადმობირებას და ამ საქმეში ჩართვას, ძალიან საჭირო და გამოსადეგი კაცია:) Pieta 17:43, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ძალიან კარგი - მე პირადად თბილისში ჩამოვდივარ აგვისტოში - შევხვდეთ და ყველაფერზე ვისაუბროთ. სტატია აპოლონი-ში ციფრები წავშალე. თუ არ მოგწონს მითხარი და უკან დავაბრუნებ.Zangala 17:56, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მშვენიერი იდეაა – შეხვედრაც და ციფრების მოშორებაც Pieta 18:11, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

სტატია აპოლონი-ში ჩავამატე თარგი, თუ მოგწონს და შეცდომა არ არის შეგიძლია სხვა სტატიებსას დაუმატო. Zangala 20:34, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

მადლობა დახმარებისათვის. ძალიან კარგია, აშკარად ასე ჯობია. ეხლა გადავწყვიტე შევუდგე სტატიებს ქიმიური ელემენტების შესახებ. ჯერ თარგმნის პროცესში ვარ (ქიმიური ტერმინები მაფერხებს), მაგრამ მალე პირველ სტატიას დავამთავრებ და თუ დამეხმარებით თარგის გაკეთებაში, რომ შემდგომ ყველა სტატია ელემენტებზე ერთი სტილით იყოს განთავსებული, მადლობელი ვიქნები. P.S. რომელიმე online პროგრამას ხომ არ იყენებთ სასაუბროდ, ICQ ან Yahoo messenger ან რაიმე მსგავსს? უბრალოდ მაქვს ხოლმე ზოგჯერ შეკითხვები და უფრო მოსახარხებელი იქნებოდა online რეჟიმში საუბარი Pieta 20:50, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

არსებობს თარგი:ელემენტთა პერიოდული სისტემა - შეგიძლია ნახო. Yahoo messenger: zgogona (zangala da gogona მინდოდა, მაგრამ გრძელი სათაურიაო). ჩავრთო???--Zangala 20:57, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ვტვირთავ yahoo-ს და თქვენ თუ არ შეწუხდებით ჩართეთ და რამოდენიმე წუთში დაგიკავშირდებით Pieta 21:03, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ok.Zangala 21:10, 15 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ბიოგრაფიები[წყაროს რედაქტირება]

ბიოგრაფიული სტატიების დასაწყისში პიროვნების სახელი სასურველია ქართული წესით, ანუ "სახელ(ებ)ი გვარი" დაწერო. სტატიის სათაურში შებრუნებით მხოლოდ კატეგორიაში ანბანური რიგით დალაგების მიზნით ვაკეთებთ. Alsandro 16:14, 17 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ინტერვიკი ბმულების სტატიაში გადმოტანისას სასურველია ქართული ლინკი ჩაამატო რომელიმე უცხოენოვან სტატიაშიც (საიდანაც ეს ბმულები გადმოგაქვს, ანუ ანბანურად [[ka:სტატიის სათაური]]). ერთგან საკმარისია, რობოტი შემდეგ სხვაგანაც ჩაამატებს, სხვაგვარად ბოტი ქართულში ახალი ლინკების ჩამატებას ვერ მოახერხებს. Alsandro 08:42, 18 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


Pieta, ამჟამად სტატიას წავშლი, მაგრამ ინფორმაციისთვის მომავლისთვის იცოდე: არასწორი სათაურიანი სტატია უნდა გააკეთო ჯერ გადატანა - შეასწორო სათაური ე. ი. არ უნდა დაიკარგოს მისი ავტორები და ა.შ. --Zangala 22:13, 18 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


გთხოვთ, გაეცანით ვიკიპედია:ყავახანა - კენჭისყრის გვერდი წასაშლელი სტატიებისთვის და გამოთქვათ თქვენი აზრი. Zangala 15:19, 28 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]


100 ცვლილება და არა 100 სტატია. ჩემი აზრით დღეს შენ შეგაქვს ცვლილებები... 100 სტატიას 45 დღეში ვერავინ შეიტანს. კიდევ ერთხელ გადახედე ყავახანას. Zangala 20:14, 28 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ბერლინის სახელმწიფო მუზეუმს გერმანულად რა ჰქვია ხომ არ იცი -- ძველი ეროვნული გალერეა (Alte Nationalgalerie) ან ალტეს მუზეუმი (ბერლინი) ხომ არ გქონდა მხედველობაში? სტატიაში ჰერაკლე სურათზე გაქვს მინიშნებული და კარგი იქნობოდა ბმული გაგვეკეთებინა მუზეუმზე. Alsandro 14:48, 29 მაისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Pieta, იმედია შენსკენ მშვიდობაა - სად დაიკარგე?Zangala 19:55, 11 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

ახალი თავფურცელი[წყაროს რედაქტირება]

ნათურა
ნათურა
განცხადება

- Alsandro 14:54, 26 ივნისი 2006 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Pieta, გილოცავ დღევან დღესასწაულს. შენ დიდი ხანია არ გამოჩენილხარ ვიკიპედიაში. აქედან გამომდინარე ცვლილებები - *, † -ა ღარ ვწერთ და გადავედით ტრადიციულზე დ. და გ. ასე რომ კოლექტივმა ყავახანის განხილვის ფურცლებზე გადაწყვიტა. მოგვწონს თუ არ მოგვწონს კოლქტივის მიერ გადაწყვეტილებას უნდა დავემორჩილოთ. --ცანგალა () 20:52, 27 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

მადლობა მოლოცვისთვის, ნობელიის პრემია ვნახე. მაიკელსონი, ალბერტ აბრაჰამ - თუ მაიკელსონი, ალბერტ ეიბრაჰამ; ვან–დერ–ვაალსი, იოჰანეს დიდერიკ - თუ ვან დერ ვაალსი, იან დიდერიკ; რამანი, ჩანდრასექჰარა ვენკატა - თუ რამანი, ჩანდრასექარა ვენკატა - მაინტერესებს რომელი სალიტერატურო ნორმების მიხედვით გაასწორე? მე ჩავიხედე უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში (თბ., 1989) - მართალია მოძველებულია, ახლით როდის შეიცვალა?--ცანგალა () 21:54, 27 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]


დავიწყებ თავიდან: ქსე-ში არის სია, ტ. 10, გვ. 286-287, 1986. წერია გვარი და ინიციალები.

  • ბეკერელს ერქვა – ანტუან ანრი და არა ალექსანდრე. ალექსანდრე ბეკერელი იყო მისი მამა და მას ნობელის პრემია არ მიუღია. :აქ შემეშალა და ამჟამად ვნახე რომ ორი პიროვნება არსებობს; ამის შესახებ წინა წერილში არ მომიწერია.
  • მაიკელსონი არის Albert Abraham Michelson. სახელი Abraham ქართულში შემოსულია როგორც – აბრაჰამი. ეიბრაჰამი და მითუმეტეს ვიბრაჰამი სახელი არ არსებობს. არის აბრაჰამ ლინკოლნი, აბრაჰამ სტოკერი და ა.შ.
ვიბრაჰამი - შეცდომა მაქვს. ეიბრაჰამი - წერია, როგორც უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში (თბ., 1989), ასევე ქსე-ში ტ. 6, გვ. 362, თბ., 1983 ალბათ ქართულში ბულგარული ენიდან დამკვიდრდა. ვიღიმი
  • ნიდერლანდელი ფიზიკოსი გვარად ვაალსი არ არსებობს, არის ვან–დერ–ვაალსი (ნებისმიერ წყაროში ასეა დაფიქსირებული). მაგ.: არსებობს ვან–დერ–ვაალსის განტოლება, მაგრამ არ არსებობს ვაალსის განტოლება. ხოლო მისი სახელია იოჰანეს დიდერიკი და რა ვიცი, ვფიქრობ იანი არც ერთ ვარიანტში არ არის სწორი.
ვან დერ ვაალსი, იან დიდერიკ - დეფისის გარეშე. როგორც უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში (თბ., 1989), ასევე ქსე-ში ტ. 4, გვ. 361, თბ., 1979 (გადავხედე სხვა ენებს და მხოლოდ რუსულში წერია იან - ალბათ რუსულიდან დამკვიდრდა ქართულში) , მაგრამ დეფისი სხვა ენებში არ წერია მხოლოდ რუსულშია, ხოლო ქართულში ზემო ხსენებულ წყაროებში დეფისის გარეშეა.
  • რამანს ქვია ჩანდრასეკჰარი ნებისმიერ წყაროში და მგონი აქაც არაფერია საკამათო.
რამანი ჩანდრასქარა ვენკატი - როგორც უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში (თბ., 1989), ასევე ქსე-ში ტ. 8, გვ. 298, თბ., 1984. ქართლში კჰ თუ იხმარება?
  • ასევე ვფიქრობ არ არის სწორი "სკლოდოვსკა–კიური მარი". მესმის, რომ პოლონურად მისი გვარი ჟღერს, როგორც – სკლოდოვსკა. მაგრამ ქართულში შემოსულია, როგორც სკლოდოვსკაია. გასაგებია, რომ ეს არის რუსულის გავლენა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეგ პიროვნება ქართველი ადამიანისათვის ცნობილია, როგორც სკლოდოვსკაია და არა როგორც სკლოდოვსკა.
სკლოდოვსკა–კიური მარი, სხვა ენებზეც ასევე წერია, აგრეთვე როგორც უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონში (თბ., 1989), ასევე ქსე-ში ტ. 9, გვ. 425, თბ., 1985

საბოლოოდ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი და თუ წინააღმდეგი არ იქნები სტატიის განხილვის გვერდზე გადავიტან ჩემ ბოლო პასუხს.

პატივისცემით --ცანგალა () 23:01, 27 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

ეიბრაჰამ მაიკელსონი[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა აუცილებლობად მიმაჩნია (ქსე და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი ამ ნორმებით არის შექმნილი). მე ვიკიპედია ასე მესმის, თუ მომხმარებელმა იცის მაიკელსონი, აბრაჰამი გადამისამრთებით სწორ ფორმაზე გადავიდეს ე. ი. ეიბრაჰამ მაიკელსონზე. შარლემანი გადამისამართება გაკეთდა კარლოს დიდზე. ამით რისი თქმა მინდა, მომხმარებელი რომელიც ძიებას დაიწყებს მაიკელსონი, აბრაჰამით ავტომატურად გადავა სწორ ფორმაზე ეიბრაჰამ მაიკელსონზე ან პირიქით. შენ რა წყაროებში გაქვს წაკითხული? (ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით როდის შეცვალეს). ვიკიპედიაში შეთანხმებულები ვართ იმაზე, რომ სანამ ვინმე რამეს გადაასწორებს ჯერ სტატიის განხილვის გვერდზე ვწერთ (ინფორმაციისთვის). ხოლო ჩემი პირადი თხოვნაა ნუ დაგვეკარგები. -ცანგალა () 12:18, 28 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]

Albert Abraham Michelson და Abraham Lincoln (ლინკოლნი აბრაამ) - კარგი შედარებაა. ნამდვილად გასარკვევია. აბრაჰამი არა. ჰ-ს გარეშე. თუ შეამჩნიე განხილვის გვერდი ჩავსვი კატეგორიაში. ვიკიპედიელებს შორის უთანხმოება, რომ არ მოგვივიდეს ასეთი კატეგორია შევქმენი იმ იმედით, რომ სპეციალისტები მიიღებენ (იმედს არ ვკარგავ) მონაწილეობას. ამ მაგალითს განხილვის გვერდზე ჩავწერ. ხომ ხედავ რატომ არ უნდა დაიკარგო. ეს შეცდომა ხომ გაიპარებოდა.--ცანგალა () 12:53, 28 აპრილი 2008 (UTC)[უპასუხე]
გაფრთხილება!
ეს სურათი შეიძლება წაიშალოს.

გამარჯობა, გმადლობთ ფაილი:Garage.jpg-ის ატვირთვისთვის, თუმცა ფაილის ამჟამინდელი გვერდი არ შეიცავს მის შემქმნელზე ინფორმაციას, ამგვარად საავტორო უფლებების სტატუსი გაურკვეველია. თუ ფაილი თქვენი შექმნილი არაა, მაშინ უნდა დაასაბუთოთ მისი გამოყენების სამართლიანობა ვიკიპედიაში (იხ. ვიკიპედია:სურათების ატვირთვა), ასევე უნდა მიუთითოთ წყარო (მაგ. უმეტეს შემთხვევაში იმ ვებ-გვერდის ბმული საიდანაც აიღეთ, და გამოყენების პირობები ამ გვერდიდან). თუ სურათი საავტორო უფლებებით დაცული ნამუშევრიდანაა წარმოებული, მაშინ აუცილებელია მიეთითოს სახელი და ლიცენზია დედანის ავტორისა.

ფაილს, ასევე აუცილებლად უნდა ჰქონდეს საავტორო ულებების თარგი. თუ თქვენ შექმენით/გადაიღეთ სურათი, აუდიო, ან ვიდეო, მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპლექსური თარგი {{self|GFDL|cc-by-sa-all}}, რათა გაუშვათ რამდენიმე ლიცენზიით ერთად: self, GFDL და Creative Commons Attribution-ShareAlike (ყველა ვერსიის ლიცენზია), ან გამოიყენოთ თარგი {{PD-self}}, რათა განათავსოთ საზოგადოებრივ დომენში. საავტორო ულებების თარგების სრული სიისთვის იხილეთ ვიკიპედია:თარგები/სურათის წყაროები.

გახსოვდეთ, ავტორის ვინაობის მითითება ყოველთვის შესაძლებებლი არაა, მაგრამ ნებისმიერი ულიცენზიო და წყაროს გარეშე სურათი წაიშლება! გმადლობთ. ნიკა () 12:53, 5 ივლისი 2010 (UTC)[უპასუხე]