მომხმარებლის განხილვა:NuuuuKaaaaa/სავარჯიშო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცოცხალ ვაქცინებს ამზადებენ სპეციალურად დასუსტებული მიკროორგანიზმების კულტურისგან, რასაც დაავადების გამოწვევა აღარ შეუძლია, მაგრამ გამრავლებისა და იმუნიტეტის გამომუშავების უნარი შენარჩუნებული აქვს. პირველი ცოცხალი ვაქცინა ჯილეხის (1881) და ცოფის (1885) წინააღმდეგ შექმნა ფრანგმა მეცნიერმა -ლ.პასტერმა. 1926 წელს ფრანგმა მეცნიერებმა ა.კალმეტმა და კ.გენერმა შექმნეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა, რისმა გამოყენებამაც საგრძნობლად შეამცირა ტუბერკულოზით ავადობა. მრავალი ცოცხალი ვაქცინა მიიღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებმა : ბრუცელოზის, პარტახტიანი ტიფის ,გრიპის წინააღმდეგ და სხვა. ზოგიერთი დაავადების დროს ვაქცინა ერთ-ერთი ეფექტური პრეპარატია. როგორც წესი ცოცხალი ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმში გამომუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი.

 დახოცილ ვაქცინებს ამზადებენ ფიზიკური ან ქიმიური მეთოდებით დახოცილი მიკროორგანიზმებისგან. დახოცილ ვაქცინებს დაცვითი თვისებები ნაკლებად აქვთ გამოხატული, ამიტომ იმუნიტეტი ვითარდება მხოლოდ იმუნიზაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ.
  ქიმიური ვაქცინა ბაქტერიული უჯრედებისგან ქიმიური მეთოდებით მიღებული ნივთიერებაა, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმუნიტეტის გამომწვევი ძირითადი კომპონენტები.ნაწლავთა ინფექციების საწინააღმდეგო ქიმიური ვაქცინების გამოყენება პირველად დაიწყეს 1941 წელს პოლივაქცინის სახით.ქიმიურ ვაქცინებს იყენებენ B პარატიფის, მუცლის ტიფის, რიკეტსიოზების წინააღმდეგ, ანატოქსინების შეყვანის შემდეგ. იმუნიტეტის განვითარება დაკავშირებულია სისხლში ანტისხეულების გაჩენასთან, რომლებიც ანეიტრალებენ ამა თუ იმ ტოქსინის მოქმედებას. ანატოქსინი პირველად მიიღო ფრანგმა მეცნიერმა გ.რამონმა 1923-26 წლებში.
 ვაქცინა შეიძლება დამზადდეს ერთი ინფექციის გამოწვევისგან - ე.წ. მონოვაქცინა, ან ორი ან მეტი გამომწვევი კომბინაციით - პოლივაქცინა. პოლივაქცინის გამოყენებისას იმუნიტეტი გამომუშავდება ერთდროულად რამდენიმე ინფექციისადმი. ვაქცინის ორგანიზმში შეყვანის წესი სხვადასხვაგვარია : ცოცხალი ვაქცინის შეყვანის დროს ეს წესი მიკრობის ორგანიზმში მოხვედრის ბუნებრივ გზებთანაა დაკავშირებული- მაგ: პოლიომილეტის ვაქცინა შეჰყავთ პირიდან,გრიპის-ცხვირის ღრუდან, ყვავილის, ჯილეხისა და ტულარემიის - კანის ზედაპირიდან, ბრუცელოზის - კანიდან. დახოცილი ვაქცინები და ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ან კუნთებში. ცოფის სამკურნალოდ იყენებენ ცოცხალ ვაქცინას, რაც ამ სასკივდილო დაავადებისგან ადამიანის დაცვის ერთადერთი საშუალებაა. სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ზოგიერთი ქონიკული ანთებითი დაავადების სამკუნრალოდ იყენებენ ავტოვაქცინებს.
 ცხოველთა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისა და კლასიფიკაციის პრინციპი იგივეა, რაც სამედიცინო ვაქცინისა. სავეტერინარო პრაქტიკაში იხმარება შემდეგი ცოცხალი ვაქცინები: ჯილეხის წინააღმდეგ, ღორის წეთელი ქარის წინააღმდეგ, ბრუცელოზის, აგრეთვე ქათმის ქოლერის და ყვავილის დაავადებათა წინააღმდეგ.დახოცილ ვაქცინას იყენებენ ცხოველის 20-ზე მეტი დაავადების პროფილაქტიკასა და მკურნალობისთვის. ზოგიერთი ვაქცინა პირველად საქართველოში მიიღეს. მაგალითად ა.თოიძემ მიიღო თხის ფსევდომონოზური მასტიტის საწინააღმდეგო ვაქცინა ,  ასევე ალუმინის ჰიდროჟანგის  ფორმოლვაქცინა.