მომხმარებლის განხილვა:Donatello~kawiki

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Donatello, მოგესალმები


ვნახე თქვენი ნამუშევარი და იმ ტექსტის საფუძველზე ახალი სტატია შევქმენი. თქვენი ნებართვით ძველ სტატიას წავშლი, რადგან სტატიის გაფორმების რამდენიმე პირობაა დარღვეული. როგორც ჩანს შრიფტების პრობლემა გაქვთ, თუ ეს ასეა, მინდა გირჩიოთ შემდეგი გზა:

  1. აკრიფეთ ტექსტი LitNusx, AcadNusx-ის ტიპის ფონტებით (ანუ როგორც გქონდათ)
  2. ინტერნეტში მოძებნეთ საიტი: www.convert.ge
  3. მთავარ სარჩევში მიეცით ”ტექსტი”
  4. ფანჯარაში ”საიდან” მიუთითეთ eng
  5. ფანჯარაში ”სად” მიუთითეთ utf8
  6. პირველ ფანჯარაში კოპირებით ჩასვით თქვენი ტექსტი
  7. დააჭირეთ ღილაკს ”გადაიყვანე”
  8. მეორე ფანჯარაში გამოჩნდება თქვენი ტექსტი უნიკოდური ფონტით (კოპირებით გადაიტანეთ ვიკიპედიაში)


მინდა გითხრათ სათაურზეც:

  • სტატიას ინგლისური ასოებით ნუ დაარქმევთ სათაურს (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა);
  • ქართულ ვიკიპედიაში მიღწეულია შეთანხმება, რომ სათაურებში ვწეროთ ჯერ გვარი, შემდეგ მძიმით გამოვყოთ სახელი (ისე როგორც მე გავაკეთე). ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ანბანზე დალაგება შეიძლებოდეს გვარის მიხედვით და მეორეც, მრავალკომპონენტიან გვარსახელებში შეიძლებოდეს გარჩევა რომელია გვარის შემადგენელი სიტყვები და რომელი - სახელის.
  • ფედერიკო გარსია ლორკას შემთხვევაში გვარი არის გარსია ლორკა (ასეა მითითებული ცნობარებში), ხოლო სახელი - ფედერიკო (და არა ფრედერიკო).

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევები და გააგრძელოთ მუშაობა.

ავთანდილ 05:47:00, 2005-08-29 (UTC) (ადმინისტრატორი)

ნახე ჩემი გადასწორებული თემა კორტასარზე და მომავალში ასეთი შაბლონით ისარგებლე ბიოგრაფიების შექმნის დროს. გაითვალისწინე აგრეთვე ავთანდილის ზემოთ აღნიშნული შენიშვნები.

წარმეტებებს გისურვებ Giorgi Maruaschwili 01:10, 28 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


კორტასარი, ხულიო - ასეა ახალი სტატია შექმნილი.

--Zangala 07:21, 28 ოქტომბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

თქვენს ანგარიშს სახელი გადაერქმევა[წყაროს რედაქტირება]

03:01, 18 მარტი 2015 (UTC)

09:14, 19 აპრილი 2015 (UTC)