მომხმარებლის განხილვა:Dave~kawiki

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გამარჯობათ დეივ,

ვიკი ენციკლოპედიაში კონსტიტუციის ტექსტის განთავსება არასწორად მიმაჩნია, რადგან ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი პირის მიერ შეიძლება იქნეს შეცვლილი და ამით შეცდომაში იქნება შეყვანილი ენციკლოპედიის მომხმარებელი. უმჯობესი იქნება სტატიაში განთავსდეს საქართველოს კონსტიტუციის შექმნისა და მასში განხორციელებული ცვლილებების ისტორია, ხოლო მოქმედი კონსტიტუციის ტექსტის ნახვა შეიძლებოდეს რომელიმე ოფიციალური საიტითან ლინკის ან *.pdf ფაილის ჩამოტვირთვით

პატივისცემით


აბსოლუტურად ვეთანხმები ამ კომენტარების ავტორს. ვიკიპედიაში კანონების და კონსტიტუციების ტექსტების განთავსება არ ივარგებს. მათი ტექსტები ინახება პარლამენტის გვერდზე (www.parliament.ge) და შეიძლება გაკეთდეს ბმულები. გაცილებით საინტერესო იქნება ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორია (1921 წლიდან მოყოლებული).
ავთანდილ 07:58, 16 ივნ 2005 (UTC)

აფხაზეთი და ოსეთი[წყაროს რედაქტირება]

თქვენს მიერ მითითებულ სტატიაში ინგლისურენოვან ვიკიპედიაში ([1]) მითითებულია, რომ მასში მოცემული სია მოიცავს დე-იურე და დე-ფაქტო დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. სამწუხაროდ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს იურისდიქციაში ამჟამად არაა და სტატიის ავტორს თუ რედაქტორს ამ შემთხვევაში ვერ შეეკამათები. თუმცა, ამავე სტატიის სქოლიოში ასევე მითითებულია, რომ ზემოთხსენებული ქვეყნები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ცნობილი არაა. - ალსანდრო 66.82.9.57 16:49, 25 თებერვალი 2006 (UTC)[უპასუხე]


გამარჯობა Dave, მომხმარებელი:David1010 - ეს მომხმარებელიც შენ ხარ? --Zangala 08:45, 6 მაისი 2007 (UTC) გაგიმარჯოს. არა, ეს მე არა ვარ. Dave 18:00, 7 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Dave, ლატვიის გერბი დავუმატე საერთაშორისო ბმულები. შენთან თხოვნა მაქვს როდესაც სტატიას წერ აუცილებლად გაუკეთე, მხოლოდ ინგლ. საკმარისია ქართულ ვიკიში. დანარჩენს რობოტი აკეთებს. მადლობა და გისურვებ წარმატებებს. --Zangala 19:24, 7 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

არ გადამრიო პოლონეთს პოლონეთი უნდა დაუმატო ინგლ. ნახე - შევასწორე. უნდა მოძებნო ინგლ. ვიკიში. --Zangala 22:19, 7 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ეხლა გასაგებია, მადლობ :) Dave 22:25, 7 მაისი 2007 (UTC)

ბევრი რომ არ იწვალო მხოლოდ ინგლ. საკმარისია დანარჩენს რობოტის ავტომატურად გააკეთებს როცა ხასიათზე იქნება :)

აქვე მინდა ერთი რამ გასწავლო: შენ გაქვს მომხმარებლის გვერდი და მომხმარებლის განხილვის გვერდი. ასეთი გვერდები აქვს ყველა მომხმარებელს. მომხმარებლის გვერდი შეგიძლია შეავსო მომხმარებელი:Gnome, რასაკვირველია თუ სურვილი გაქვს. ხოლო მომხმარებლის განხილვის გვერდზე მომხმარებლებს შეგიძლია წერილი გაუგზავნო, როგორც მე შენ გიგზავნი. მომხმარებელი მიიღებს ისეთივე ყვითელ შეტყობინებას როგორც შენ იღებ. და რაც მტავარია ხელის მოწერე (რომელიც ავტომატურად კეთდება) არ დაგავიწყდეს. ამჟამად პასუხებს შენ შენს განხილვის გვერდზე წერ. მე რომ არ ჩავიხედო ხოლმე ვერც გავიგებ რას ღიღინებ შენთვის :)) --Zangala 22:32, 7 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

თარგის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

გამარჯობა Dave, სტატიაში ესტონეთის გერბი გაქვს თარგი თარგი:ევროპა თემატურად. სპეციალურად არ შევასწორე, რომ ნახო. როდესაც სტატიაში ხარ თარგში ესტონეთი უნდა იყოს შავად. ამ დროს არის წითლად. შეგიძლია ნახო მაგ. ლიტვის, ლატვიის სტატიები. რადგანაც ესტონეთი შავად არ ჩანს ეს იმას ნიშნავს, რომ თარგში შესდომა მაქვს გაკეთებული. არის შესასწორებელი. მე მინდა, რომ შენ შეასწორო (სწავლის თვალსაზრისით). რა უნდა გაკეთდეს? ესტონეთის {{{1}}} ამათ შორის აუცილებელია შორისი (პრაბელი), რაც გაკეთებული არ არის თარგში. გისურვებ წარმატებებს.--Zangala 09:30, 8 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ Dave. ე. ი. გერბები შენზეა. ალბათ ნახე, რომ რამდენი თარგია (აზია, სამხრეთ ამერიკა, ჩრდილოეთ ამერიკა, აფრიკა) უკვე მზად. ყველა შენ გელოდება :) არ იზარმაცო. ეცადე ყველა სტატია ერთ სტილში წერო. --Zangala 21:17, 8 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Dave, გაინტერესებს სურათი რატომ არ გამოგივიდა კოპირებით ისლანდიის გერბი. შედი ინგლ. სტატიაში დააწკაპუნე სურათზე და ქვევით დაინახავ ლიცენზიას. --Zangala 16:41, 9 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ა, გასაგებია. არაუშავს:) Dave 23:04, 9 მაისი 2007 (UTC)

სურათების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

იცოდე, თუ რამე გაინტერესებს არასდროს არაფერი წაშალო, თუ ვიცი გიპასუხებ. შენ გაინტერესებდა რა სხვაობაა სურათებს შორის. არსებობს ვიკისაწყობი. წარმოიდგინე საჯარო ბიბლიოთეკაში თუ დევს სურათი პირდაპირ კოპირება საკმარისია. არ დაიზარო და წაიკითხე ვიკისაწყობი.--Zangala 08:07, 10 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სახელმწიფოების დასახელება[წყაროს რედაქტირება]

ჯერსი თუ ჯერზი? ნახე განხილვა:ნახჭევანი Republika Srpska - საიდან ხარ დარწმუნებული? ეს ყველაფერი თითოეულ მომხმარებელს აინტერესებს ე. ი. ბრმად არ გვინდა ვიცოდეთ. მე პირადად ასე ვარ და ალბათ შენც.Zangala 08:18, 10 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ჯერსი არის სწორი სახელი ქართულად. აშშ-ს შტატი ნიუ ჯერსი ზუსტად ასევე იწერება ინგლისურად, და მისი ქართული სახელი შეიცავს სწორედ "ს"-ს და არა "ზ"-ს.

ნახიჩევანს რაც შეეხება, ეს არის მისი ოფიციალური სახელი ქართულად, მაგ. ნახე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გვერდზე, და საერთოდ, რომ დაგუგლო ქართულად სამთავრობო საიტები სწორედ ამ სახელს იყენებენ. http://www.minenergy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=67&info_id=205 რაც შეეხება ბოსნიას, სახელი "სრფსკას რესპუბლიკა" გამოიყენება მაგთის მიერ: http://www.magticom.ge/jump?s=1&m=9&L=geo&path=_roaming გთავაზობ, მაგას დაერქვას "სერბიული (სრფსკას) რესპუბლიკა". მაშინ სერბული სახელიც იქნება ნაჩვენები და ყველასათვის გასაგებიც იქნება, რა წარმონაქმნზეა ლაპარაკი. Dave 21:30, 10 მაისი 2007 (UTC)

მადლობა ასეთი ვრცელი პასუხისთვის. მე ასე ვიტყოდი. გუგლი ნაკლებად დასაყრდენი წყაროა. ამჟამად ყველაფერი ისე დარჩება როგორც შენ დაწერე. იმედი მაქვს ვიკიპედიას შემოუერთდებიან ენის სპეციალისტები (ენის სამმართველოდან) და ჩვენს კითხვებს უპასუხებენ. ალბათ ეს შენც კარგად გესმის გუგლში რამდენი შეცდომებია, ვისი ნათარგმნია და ა. შ. რომ ისინი საფუძვლად ნაკლებად გამოგვადგება. ნახიჩევანზე ხანდახან ვფიქრობ ხომ არ დაიბრუნეს ძველი სახელი ნახჭევანი? სერბიულზე კარგი შემოთავაზება გაქვს. მასე გააკეთე. გისურვებ წარმატებებს.Zangala 21:54, 10 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გუგლი არ არის წყარო, წყაროა საქართველოს სამინისტროების საიტები:). მადლობ. Dave 22:19, 10 მაისი 2007 (UTC)

100-ით ვერ დაგეთახმებით. მე მაგალითად წყაროდ ჩავთვლი იმას, თუ სამინისტროებს საიდანაც აქვთ წყარო. რადგან ენის ნორმებს სამინისტროები არ ქმნიან მას ქართული სალიტერატურო ენის ნორმების კომისია ქმნის და საინტერესოა სამინისტროები იცავენ თუ არა ქართული სალიტერატურო ენის ნორმებს და იციან თუ მის არსებობაზე? :) --Zangala 22:25, 10 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]


გეთანხმები, არც საბჭოური და არც არა საბჭოური პროპაგანდა არ შეიძლება.--Zangala 19:53, 11 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მისი უწმინდესობა და უნეტარესობა[წყაროს რედაქტირება]

რამდენად მისაღებია ენციკლოპედიაში მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ჩაწერა?Zangala 12:12, 17 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Dave, მისი უწმინდესობა და უნეტარესობა - ეს ტიტულია თუ მიმართვა? რას ნიშნავს ტიტული? ტიტული მიგვანიშნებს პრივილეგიურობაზე და მოითხოვს სათანადო მიმართვას (თქვენო აღმატებულებავ, ბრწყინვალებავ, უწმინდესობავ). უწმინდესობა - უმაღლეს სამღვდელო პირთა საპატიო ტიტული, ხოლო უნეტარესი - კათოლიკოსის ეპითეტია. ხოლო რაც შეეხება რატომ ამოვიღე მხოლოდ ამბროსიდან? მხოლოდ ერთიდან ამოვიღე და სხვებში არ შევასწორე სანამ შენგან პასუხს არ მივიღებდი. ამბროსის წინააღმდეგი არაფერი მაქვს სტატიის ისტორიაში თუ ჩაიხედავ ნახავ, რომ ცანგალას შეტანილია როგორც ამბროსი ასევე ყველა კათოლიკოსები. ცნობისთვის ენციკლოპედია: "საქართველო", (გამოცემული 1997, მართალია ვარდების რევოლუციამდეა გამოსული, მაგრამ სსრკ-ის დაშლის შემდეგ) არ წერს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა (მაგ. ამბროსი ტ. 1, გვ. 123). გამოსულია მხოლოდ ერთი ტომი (უნდა გამოსულიყო 5 ტომი). აქედან გამომდინარე ენციკლოპედიებში მიღებული არ არის და ამოსაღებია. Zangala 11:14, 21 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა Dave, ასე რომ მიმართავენ ეს ვიცი. მაგრამ მე ვლაპარაკობ, რომ ენციკლოპედიაში არ არის მიღებული. მე გეკითხები ენციკლოპედიაში არის თუ არა მიღებული. (ამაზე პასუხი შენგან არ მიმიღია). იმიტომ მოგწერე "საქართველო" ენციკლოპედიის შესახებ. ახლა სხვა საკითხი: შენ არ აკეთებენ სწორად ხელმოწერას. როდესაც რედაქტირებაში ხარ პირველი არის ცხრილის შექმნა, მერე არის მუქი ტექსტი და გაყევი რიგს და შეგხვდება:თქვენი ხელმოწერა და დრო - ამას უნდა დააწკაპუნო და ავტომატურად შენი ხელმოწერაა. --Zangala 09:18, 22 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერა არ მომწონს რაღაცას არასწორად აკეთებ. დაუკვირდი ჩემსას ან რომელიმე სხვის ხელმოწერა ლურჯია. შენიც უნდა გამოიყურებოდეს მასე. სიტყვით ნუ სვამ სახელს. მარტო დააწკაპუნე ან ზევით რაც მიგითითე ან ქვევითაც არის ~~~~. თუ გაქვს სურვილი შენს პირად გვერდს შეგიძლია შესაბამისი თარგები ჩასვა მომხმარებელი:Gnome მაგალითვის გიწერ. Zangala 17:50, 22 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

მაგის ბრალი არ არის. მომხმარებლის გვერდი შენ უკვე შევსებული გაქვს. გიწერია გვარი და სახელი. --Zangala 18:01, 22 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერის თაობაზე ალსანდროს შევეკითხე. შენ გაქვს "ჩემი კონფიგურაცია" (ალბათ ხედავ შენა გვერდზე მაღლა, სადაც გასვლა წერია) აქ უნდა შეასწორო. აბა ნახე. აქვე მაქვს ერთი შეკითხვა ვარდების რა არის რევოლუცია თუ გადატრიალება. თუ მხოლოდ ოქტომბრის არის გადატრიალება? en:October Revolution. ისტორიას ვიკიპედიით ვერავინ შეცვლის. --Zangala 18:24, 22 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ხელმოწერას გილოცავ. აქვე მაქვს თხოვნა. როდესაც პასუხს მწერ ყოველთვის ბოლოში და არა შუაში გააკეთო ჩანაწერი. ახლა ასეთი შეკითხვა მაქვს სხვა ენოვანმა ვიკიპედიის მომხმარებლებმა არ იციან რომ ოქტომბერში მომხდარ ფაქტს გადატრიალება უნდა უწოდონ და არა რევოლუცია? en:October Revolution--Zangala 19:43, 22 მაისი 2007 (UTC)[უპასუხე]


გეთანხმები ამჟამინდელ ედპ-სთან იმ ინფორმაციას საერთა არ ჰქონდა, მაგრამ ალბათ ტექსტის სრულიად წაშლას ჯობდა ახალი სტატია შექმნილიყო ძველ ედპ-ზე. - ალ-ო / 07:18, 23 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიაში ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილის წაშლამდე სასურველია ასეთი ცვლილება ჯერ სტატიის განხილვის გვერდზე განიხილო. სხვა რედაქტორების პატივისცემის ნიშნად, რაც არ უნდა აშკარა იყოს ამ ცვლილების აუცილებლობა. შენს რედაქტირებას ასლან აბაშიძეში დავაბრუნებ. შენი მოსაზრება აღნიშნე განხილვის გვერდზე. თუ სხვა რედაქტორებიც დაგეთანხმებიან შესაბამისი ცვლილება შევა სტატიაშიც. გმადლობ. - ალ-ო / 15:14, 30 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]
უკაცრავად, ის შენიშვნა ალბათ იმ სხვა იუზერსაც ეკუთვნოდა. მე მისი ცვლილებები არ შემიმჩნევია. - ალ-ო / 03:20, 3 სექტემბერი 2007 (UTC)[უპასუხე]

თქვენს ანგარიშს სახელი გადაერქმევა[წყაროს რედაქტირება]

03:01, 18 მარტი 2015 (UTC)

09:14, 19 აპრილი 2015 (UTC)