მომხმარებლის განხილვა:188.129.157.175

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პირველ რიგში, ქართულ ვიკიპედიაში (და წესით სხვაგანაც) არაა მიღებული ქართული სიტყვების ლათინური ანბანით წერა. გასაგებია, რომ ზოგჯერ კომპიუტერშია პრობლემა ქართულად წერისა, ამისათვის გაეცანით ამ გვერდს — დახმარება:ქართული კლავიატურა — ეს დაგეხმარებათ ქართულად წერაში. რაც შეეხება შამგონას, მჯერა, ვიცი და საკმაოდ გარკვეულიც ვარ საქართველოს გეოგრაფიაში :). უბრალოდ, სტატიაში ცოტა გაუგებრად ეწერა: შამგონა საქართველოს ერთადერთი კუნძულიაო. ეს წინადადება ბევრმა შეიძლება სხვანაირად გაიგოს და მართლებიც იქნებიან, რადგან საქართველოში არაერთი მდინარის კუნძულია, საკმაოდ მოზრდილებიც. ეს წინადადება ალბათ ასე უკეთ იქნება: შამგონა საქართველოს ერთადერთი დასახლებული კუნძულია მდინარეში. — დათო პასუხი 17:10, 4 ნოემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]