მომხმარებელი:Levani beraia

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დაიბადა 1960 წლის 3 სექტემბერს.დაამთავრა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტი 1992 წელს. 1992 წელს დააარსა საზოგადოება "სოია",იმავე წელს დააპატენტა გამოგონება"სოიასაგან რძის მიღების ხერხი";1994-1997 წლებში მეგობრებთან ერთად კვების მრეწველობაში დაუპატენტეს 8 გამოგონება, რომელიც შემდეგ დანერგეს წარმოებაში; არის შ.პ.ს "აგროკონსორციუმი წეროვანი" თანადამფუძნებელი,80-იან წლებში იყო პატრიარქის სტიქაროსანი.1978 წლიდან დაინტერესებულია თავად აზნაურული გვარებით.2006 წელს გამოსცა პირველი წიგნი "საქართველოს თავად აზნაურული გვარები"(ავტორი). - თბილისი, საარი, 2006. - 227გვ.. - ISBN: 9994060074, ხოლო 2017 წელს გამოცა ახალი წიგნი "ქართველ თავად აზნაურთა გვარების აღწერა"(ავტორი). - მცხეთა, აგროკონსორციუმი წეროვანი, 2017. - 375გვ.. - ISBN: 9789941099113.არის 40 მდე სტატიისა და შრომის ავტორი.2001 წლიდან "წეროვანი ჯგუფი"-ს- საქართველოს სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების საზოგადოებრივ სამეცნიერო კავშირის, თანადამფუძნებელი,2001 წელს შ.პ.ს "აგროკონსორციუმი წეროვან"-მა გამოუშვა ჟურნალი "გუთნის დედა", რომელიც გამოდიოდა ყოველთვიურად ორი წლის განმავლობაში იყო ამ ჟურნალის დამაარსებლები და რედკოლეგიის წევრი.