მომხმარებელი:Davit dumbadze

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია


სტეფანე ქემხაძის საგმირო საქმენი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საარქივო დოკუმენტების, ისტორიული და მემუარული ლიტერატურის საფუძველზე (სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, აჭარა, III, ბათუმი, 2008, გვ. 389-390; სტეფანე ქემხაძე, მოგონებები, ბათუმი, 1958, გვ. 16; შალვა აბაშიძე, `მამულიშვილები, რომლებმაც დედასამშობლოსთან აჭარის განუყოფლობისათვის თავი არ დაზოგეს~, გაზ. `აჭარა~, # 66, 16-18, 2018, გვ.6; სერგო დუმბაძე, `ამაგს დაფასება სჭირდება, ღვაწლს _ აღიარება~, გაზ. `აჭარა~, # 83, 26-27, 2018, გვ.6), ირკვევა, რომ 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის შედეგად, სან-სტეფანოს ზავითა და ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა გათავისუფლდა ოსმალთა სამასწლოვანი ბატონობისგან და დაუბრუნდა დედა-სამშობლო საქართველოს. თუმცა თურქი ასიმილატორები ვერ ელეოდნენ აჭარის დაკარგვას, ხელსაყრელ მომენტს ელოდნენ აჭარის ხელახლა დაპყრობისათვის. ასეთი მომენტი მათ დაუდგათ პირველი მსოფლიო ომის დროს. მანამდე ფარულად აჭარაში აგზავნიდნენ მისიონერებს, აგენტებს და მაჰმადიანურ მოსახლეობაში ავრცელებდნენ ხმებს, რომ მალე შემოვა ჩვენი ჯარი და თქვენ (აჭარას) დაგიცავთ რუსებისგანო და ითხოვდნენ მხარდაჭერას.
ეს ამბავი სხვადასხვა სოფლის 12-მა წარმომადგენლმა წერილობითი განცხადებით აცნობა ზემო აჭარის სხალთის (ადმინისტრაციული ცენტრი _ სოფელი ფურტიო) კანცელარიის მწერალს სტეფანე ქემხაძეს. მან ეს ამბავი გააცნო ზემო აჭარის მმართველს ნიკოლენკოს. ნიკოლენკომ ეს წერილი რუსულად გადაათარგმნინა სტეფანე ქემხაძეს და გადასცა ბათუმის გუბერნატორს, გენერალ-პოლკოვნიკ რომანოვსკის, მეორე პირი ბათუმის ოკრუგის უფროსს, პოლკოვნიკ იონინს, მესამე პირი, დედანთან ერთად, შეინახა კანცელარიის `საქმე # 7~-ში (სტ. ქემხაძე, მოგონებანი, 1958, გვ. 16).
რუსეთის იმპერიის მოხელეებმა რუსეთ-თურქეთის დაუცველი საზღვრები საიმედოდ არ გაამაგრეს, გამოიჩინეს გულგრილობა. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და ზემო აჭარა (ახლანდელი ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორია სოფელ დანდალოს ზევით) დაიკავა.
რუსეთის არმიის სარდლებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, თავის მართლების მიზნით, აჭარას, მის მოსახლეობას დასწამეს სამშობლოს ღალატი, შეადგინეს ე.წ. `მოღალატეთა~ სია 192 კაცზე. ხიჭაურში 1914 წლის 14 დეკემბერს მოაწყვეს სახრჩობელა და მთავრობაში წარდგენილ განცახდებაზე ხელის მომწერთაგან ორი კაცი _ ჩანჩხალოელი აბდულ დიასამიძე და ჭვანელი თუფან-ბეგ თავდგირიძე ჩამოახრჩეს, ხოლო ქედაში, ვაიოში ახმედ-აღა შერვაშიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, მისი ცოლ-შვილის თვალწინ სახლ-კარი დაწვეს (ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, შერვაშიძე გათავისუფლდა). 192 კაცი რიგში ჰყავდათ სახრჩობელაზე ასაყვანად.
მოსახლეობა აღშფოთდა. შეიკრიბა ხიჭაურში და გამოაცხადეს პრეტენზია _ რა დროს აჭარელთა ღალატზეა საუბარი, როცა მოსახლეობამ თურქეთის ჯარის აჭარაში მოსალოდნელი შემოჭრის შესახებ, კანცელარიას ოფიციალურად ვაცნობეთო. დროებით შეჩერდა ადამიანთა ჩამოხრჩობის პროცესი. დაიწყეს საქმის რეალობის დაზუსტება.
ამ დროს კუთვნილ შვებულებაში გასული კანცელარიის მწერალი სტეფანე ქემხაძე იმყოფებოდა სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენისში, მშობლებთან. იგი სასწრაფოდ გამოიძახეს. მწერალმა ზემო აჭარისა და ბათუმის გუბერნატორთან წარდგენილი დოკუმენტების ასლი, რომელიც კანცელარიის `საქმე # 7~-ში ჩაკრული ჰქონდა, წარუდგინა ჯალათებს. თუ ამ დოკუმენტს ვერ წარმოადგენდა, მაშინ პირველს აიყვანდნენ სახრჩობელაზე _ ასე დაექადნენ მწერალს. საბედნიეროდ, მაღალპასუხისმგებლიანმა მოხელე-მწერალმა წარადგინა დოკუმენტი, რითაც ჩამოსახრჩობად მომზადებული 192 ადამიანი სტეფანე ქემხაძემ გადაარჩინა ტრაგედიას. ისინი გაუშვეს.
კიდევ მეტი. საარქივო მასალებიდან ისიც ჩანს, რომ სამიათას კაცზე სხვა სია იყო შედგენილი, ხოლო ხულოსა და გონიოს სოფლებში კი სიები ზუსტდებოდა. საბოლოო ჯამში, დასასჯელად გამზადებული 5-6 ათასი კაცი გადაურჩა ტარგედიას. 
რუსეთის ხელისუფლებამ გაიგო რა ეს ამბავი, თბილისიდან ჩამოვიდა რუსთა და ქართველთა ერთობლივი ჯარი და თურქები განდევნეს აჭარიდან. მთავრობამ კომისია გამოგზავნა აჭარაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარებით. დაათვალიერეს აჭარის სოფლები, დარწმუნდნენ თურქი ჯარების მიერ უკან დაბრუნებისას აჭარის სოფლების აოხრება-აწიოკების მძიმე შედეგში. კომისიამ ხელისუფლებას წარუდგინა ინფორმაცია საქმის რეალური შედეგების შესახებ, რის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ აჭარას უსაფუძვლოდ მიკერებული ღალატის იარლიყი მოუხსნა, რასაც მხარი დაუჭირა კავკასიის მთავარმართებელმა მიხეილ რომანოვმა, (ნიკოლოზ მეფის ბიძამ).
ამის შემდეგ, აჭარის სპეციალური დელეგაცია ჩავიდა თბილისში, შეხვდა მეფის ნაცვალს მიხეილ რომანოვს, მადლობა მოახსენეს მას აჭარის მოსახლეობისთვის მხარდაჭერისა და დაცვისთვის. მას თხოვეს აჭარიდან გასახლებული მოსახლეობის ადგილას სხვა რომ არ დაესახლებინათ. მეფისნაცვალმა პირობა მისცა თხოვნის შესრულებაზე და შეასრულა კიდეც.
ამრიგად, სამშობლოს პატრიოტმა მამულიშვილმა, მაღალი პასუხისმგებლიანმა სახელმწიფო მოხელემ, სულმნათმა სტეფანე ქემხაძემ ჩაიდინა დიდი გმირობა, სიკვდილისგან იხსნა 5-6 ათასი ადამიანი და კიდევ მეტი, _ აჭარას მოეხსნა ღალატის იარლიყი. სიკვდილით დასჯა შეიცვალა გადასახლებით..
თუ არა სტეფანე ქემხაძის მიერ აკურატულად შენახული დოკუმენტი, ალბათ, ძნელად წარმოსადაგენია რა იქნებოდა. სავსებით დასაშვებია, აჭარა წაიშლებოდა მიწისაგან პირისა. 
მადლობას მოახსენებს აჭარის მოსახლეობა სახელოვან მამულიშვილს, სტეფანე ქემხაძის სულს და მის სახელოვან, ტრადიციულ ოჯახს, რომელშიც გაიზარდა დიდი მეცნიერი-ქიმიკოსი ვლადიმერ ქემხაძე (დაიბადა სოფელ ფურტიოში, იუნუს ბერიძის ოჯახში), რომელიც ორჯერ იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორი (რექტორი). მან როგორც ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მხარდაჭერით, დიდი როლი შეასრულა აჭარის ადგილობრივი ინტელიგენციის, მეცნიერული კადრების აღზრდის საქმეში. მისი შვილები და შვილიშვილები მეცნიერ-მუშაკები, პროფესორები ბაბუისა და მამის გზას გაჰყვნენ.
ამაგი, რომელიც სტეფანე ქემხაძემ თავის ოჯახთან ერთად, აჭარისა და სრულიად საქართველოს ერთიანობაში მიუძღვით, უნდა დაფასდეს, გაწეული ღვწალი უნდა ვაღიაროთ. ამასთან, ის იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს საქართველოს თითოეული კუთხე, როგორ უნდა დააფასო და დაიცვა იგი. რაც დღეს განსაკუთრებით საჭიროა.
დიდი ილია კი გვმოძღვრავს: `ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულს, თავის მწვრთნელს, თავის ცოდნას და შესაძლებლობებს, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანის გვირგვინით ჰმოსავს და ლოცულობს, ზოგს დიდბუნებოვნების შარავანდედით და თაყვანს სეცმს სასოებით და მადლობითა. ამიტომ საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.~
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ზემო აჭარის სხალთის (ადმინისტრაციული ცენტრი იყო ფურტიო, სადაც კანცელარის ყოფილი მწერალი გასული საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა იუნუს ბერიძის ოჯახში. აქ დაიბადა სტეფანეს შვილი ვლადიმერ ქემხაძე. 
ცხონებული სტეფანე ქემხაძე იყო პატრიოტი ქართველი, დიდი მამულიშვილი, იყო განათლებული, პრინციპული, სამართლიანი, გაბედული, სამშობლოსადმი თავდადებული, აჭარის მოსახლეობისადმი თავგანწირული სახელმწიფო მოღვაწე. მისი საქმიანობა აჭარის მოსახლეობის დაცვა-ქომაგობა, მოღალატის იარლიყის მოხსნა, მისი დამსახურება _ გმირობის ტოლფასია.
აჭარის მადლიერი მოსახლეობის სახელითა და დავალებით, მოგმართავთ თხოვნით, დაფასდეს სტეფანე ქემხაძის უკვდავი სახელი, მის მიერ აჭარის მიმართ გაწეული ამაგი და ღვაწლი აღიარებულ იქნას საქვეყნოდ.
სერგო დუმბაძე _ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,  
აჭარის ღვაწლმოსილ მუშაკთა 
პატივმიგებისა და მადლიერების 
საზოგადოების თავმჯდომარე
შალვა აბაშიძე _ ისტორიკოს-მკვლევარი,
ავტორი წიგნისა “დედაო, ჩემო ქედაო”, 2017