მომხმარებელი:ალექსანდრე თოფურია-ემზარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული ასომთავრული (მრგლოვანი) ანბანი.

მინდა ჩემი გულისწყრომა გამოვთქვა ვიკიპედიის ქართული დამწერლობის ოფიციალურ გვერდის შემქმნელთა მიმართ. საერთოდ იგნორირებულია ქართული პალეოგრაფიის ბუძემდებლის ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებები ქართული დამწერლობის წარმოშობის თაობაზე. არ არის გათვალისწინებული თანამედროვე გამოკვლევები, იგნორირებულია ქართული დამწერლობისა და ეროვნული ქართული კალენდრის ურთიერთ დამოკიდებულება, რომ ერთი მეორის გარეშე არ განიხილება. ბ-ნი რამაზ პატარიძის ფუნდამენტური გამოკვლევა შრომა " ქართული ასომთვარული " საერთოდ არ არის ნახსენები.

საფუძვლად აღებულია და გადმოწერილი საბჭოთა ენციკოპედიის სტატია, მცირედი ჩასწორებებით. მცირედ სარწმუნოდაა მიჩნეული ქართველ მეცნიერთა ძველი თუ თანამედროვე გამოკვლევები სადაც ქართული ასომთავრულის უპირატესობაზეა საუბარი, სხვა ანბანებთან მიმართებაში. არ განიხილება ის სრულყოფილება და დასრულებულობა, რომელიც საფუძვლად უდევს ანბანის ასონიშნების სახელდებასა თუ გრაფუკულ მოხაზულობას.

გთხოვთ პატივი მივაგოთ დიდი ქართველი ისტორიკოსის და მამულიშვილის ივანე ჯავახიშვილის ხსოვნას და გაითვალისწინოთ ქართული დამწერლობის შექმნის შესახებსტატიის მომზადებისას ქართული ანბანის დღევანდელი ქურუმის ბ-ნ რამაზ პატარიძის ფუნდამენტური ნაშრომი! მთლიანად ახლიდან დაიწეროს ვიკიპედიის ის გვერდი, რომელიც ქართულ დამწერლობას და მის წარმოშობას შეეხება. ვერანაირად ვერ გავიზიარებთ ავტორის მორიდებულ, შიშნარევ პოზიციას და უპატივცემულობას ეროვნული დამწერლობის მიმართ.

ქართული ანბანი კი არ გაათანამედროვეს მეცხრამეტე საუკუნეში, არამედ "გაბდღვნეს" მათ ვისაც აღარ ესმოდა ანბანისეული სისავსე, რიცხვითი მნიშვნელობებისა და ანბანური რიგის მნიშვნელობა. როგორ შეიძლება ქართული მხედრული ასონიშნები წერო ორ ხაზში, ვითომ მთავრულის ხარისხით? დაუშვებელია! როდესაც ასომთავრული ანბანი გაქვს. ბატონი კონსტანტინე გამსახურდიაც ამ მოსაზრებას იზიარებდა.