მომხმარებელი:Deu/სავარჯიშო2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორიგინალი (პიროვნება)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

de:Original (Person) ორიგინალი — პიროვნება, რომელიც — ძირითადად სუბიექტური შეფასებით — თავისი გამორჩეული, ნაწილობრივ ექსცენტრიული ჩვევებით, ქცევით ან სხვა დამახასიათებელი ნიშნებით საზოგადოებაში ფართოდ გახდა ცნობილი.

გამომცემლობა ბროკჰაუსის ერთ–ერთი გერმანული ლექსიკონი, გამოცემული 1839 წელს, ორიგინალს ამგვარად განმარტავს:

ასევე ორიგინალად იწოდებიან ადამიანები, რომლებიც თავიანთი ორიგინალური მენტალიტეტითა და ქცევებით დაცილდნენ ჩვეულებრივ მდგომარეობას; ამგვარი დაცილება შეიძლება მოხდეს, როგორც სიგიჟითა და შეშლილობით, ასევე ზედმეტად კეთილშობილური თვისებებით
– Brockhaus Bilder-Conversations-Lexikon, Band 3., Leipzig 1839.[1]

იოჰან კრისტოფ ადელუნგის 1798 წლის ზემოგერმანული დიალექტის სრული გრამატიკულ-კრიტიკული ლექსიკონი ორიგინალის ამგვარ დეფინიციას იძლევა:

გადატანითი მნიშვნელობით ორიგინალს უწოდებენ ასევე გამორჩეულ გენიოსს, პიროვნებას, რომელიც თავის ხელოვნებაში თვითშემოქმედია; სხვა მნიშვნელობით კი ორიგინალს ეძახიან გამორჩეულ ადამიანს, ექსცენტრიულს, რომელმაც ეს სახელი უჩვეულო შეშლილობით დაიმსახურა.
Adelung Grammatisch-kritisches Wörterbuch der Hochdeutschen Mundart, Band 3. Leipzig 1798. [2]

ძველი დროის ადგილობრივ ორიგინალთა შესახებ ცნობები თანდათან გადადიოდა ახალ თაობებზე. მრავალი პროტაგონისტის უკან რეალური ისტორია და პიროვნება დგას, რომელიც თავის დროში ორიგინალი იყო; თუმცა, რადგან მათ შესახებ ინფორმაცია ძირითადად თქმულებების სახით, ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა, ისტორიები ხშირად დამახინჯებულია. ორიგინალთა შესახებ ხშირად არსებობს ანეკდოტები, რომლებიც ორიგინალის რეალურ თვისებებსა და ხასიათს ნაწილობრივ ასახავს. ადგილობრივი ორიგინალების ბედი ხშირად გამხდარა ასევე ლექსების, პროზაული ნაწარმოებებისა თუ თეატრალური პიესების წყარო.

მედიის ხელმისაწვდომობის, განსაკუთრებით კი ადგილობრივი პრესის წყალობით დღეს კიდევ უფრო გაიზარდა ადგილობრივ ორიგინალთა პიროვნებებისა და მოვლენების ცნობადობა. ერთი ადგილობრივი ორიგინალი შესაძლოა იმდენად პოპულარული გახდეს, რომ საკუთარი მშობლიური ქალაქის სიმბოლოდ და ადგილობრივ კოლორიტადაც კი იქცეს. ასეთია მაგალითად ჰამბურგელი ჰანს ჰუმელი, რომლის საპატივცემულოდაც ძეგლიც კი დადგეს.


სქოლიოს სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lexikoneintrag Original des Brockhaus Bilder-Conversations-Lexikon, Band 3. Leipzig 1839, S. 351. auf zeno.org
  2. Lexikoneintrag Original, Adelung Grammatisch-kritisches Wörterbuch der Hochdeutschen Mundart, Band 3. Leipzig 1798, S. 616. auf zeno.org