მომწიფების მაინდუცირებელი ფაქტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მომწიფების მაინდუცირებელი ფაქტორი (შემოკლებით MPF, ასევე ცნობილი, როგორც მიტოზის ხელშემწყობი ფაქტორი ან, M-ფაზის ხელშემწყობი ფაქტორი) წარმოადგენს ციკლინ-Cdk კომპლექსს, რომელიც პირველად აღმოაჩინეს ბაყაყის კვერცხებში.[1][2] იიგი ასტიმულირებს უჯრედული ციკლის მიტოზურ და მეიოზურ ფაზებს. MPF ხელს უწყობს G2 ფაზიდან მიტოზის ფაზაში (M ფაზა) შესვლას, მიტოზის დროს საჭირო მრავალი ცილის ფოსფორილირებით. MPF აქტივდება G2 ფაზის ბოლოს ფოსფატაზას მიერ, რომელიც მას ჩამოაშორებს ადრე დამატებულ მაინჰიბირებელ ფოსფატის ჯგუფს.

MPF-ს ასევე უწოდებენ M ფაზის კინაზას იმის გამო, რომ აქვს სამიზნე ცილების ფოსფორილირების უნარი უჯრედული ციკლის გარკვეულ ეტაპებზე, რითაც აკონტროლებს ამ ცილების ფუნქციონირებას.

აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელს მკვლევართა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა (იოშიო მასუი და კლემენტ მარკერტმა, და დენის სმიტმა და რობერტ ეკერმა) დაადგინეს, რომ G2-ფაზაში ბლოკირებული ბაყაყის ოოციტები შედიან M ფაზაში, პროგესტერონით სტიმულირებული ოოციტის ციტოპლაზმის შეყვანით ამ უჯრედებში .[1][2] იმის გამო, რომ ოოციტის შესვლა მეიოზში ხშირად მოიხსენიება როგორც კვერცხუჯრედის მომწიფება, ამ ციტოპლაზმურ ფაქტორს ეწოდა მომწიფების მაინდუცირებელი ფაქტორი (MPF). თუმცა შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ MPF-ის აქტივობა არ შემოიფარგლება კვერცხუჯრედების მეიოზში შესვლით. MPF ასევე გვხვდება სომატურ უჯრედებში, სადაც იგი სტიმულირებს უჯრედის მიტოზში (M ფაზა) შესვლას.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

MPF შედგება ორი სუბერთეულისგან:

  • ციკლინდამოკიდებული კინაზა 1 (CDK1) სუბერთეული. ის იყენებს ATP-ს სამიზნე ცილების სპეციფიკურად სერინისა და თრეონინის ნაშთების ფოსფორილირებისთვის.
  • ციკლინი, მარეგულირებელი სუბართეული. ციკლინები აუცილებელია კინაზების ფუნქციონირებისთვის. მიტოზური ციკლინები შეიძლება დაიყოს, როგორც ციკლინები A & B. ამ ციკლინებს აქვთ ცხრა ნაშთური თანმიმდევრობა N-ტერმინალურ რეგიონში, რომელსაც ეწოდება "დესტრუქციის ყუთი", რომელიც შეიძლება ამოიცნოს უბიკვიტინ ლიგაზამ, და ამ გზით დაიშალოს საჭიროების შემთხვევაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Smith LD, Ecker RE (June 1971). „The interaction of steroids with Rana pipiens Oocytes in the induction of maturation“. Developmental Biology. 25 (2): 232–47. doi:10.1016/0012-1606(71)90029-7. PMID 5562852.
  2. 2.0 2.1 Masui Y, Markert CL (June 1971). „Cytoplasmic control of nuclear behavior during meiotic maturation of frog oocytes“. The Journal of Experimental Zoology. 177 (2): 129–45. doi:10.1002/jez.1401770202. PMID 5106340.