მოლოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Moloko
მოლოკო
Moloko2003.jpg
მარკ ბრაიდონი და როუშინ მერფი, დუეტი მოლოკო
ბიოგრაფია
წარმოშობა შეფილდი, გაერთიანებული სამეფო
ჟანრ(ებ)ი თრიფ-ჰოპი, ჰაუსი, ელექტრონული მუსიკა, საცეკვაო მუსიკა
აქტიური 1995–2004, 2006 წლიდან ჯგუფის ბედი უცნობია
ლეიბლ(ებ)ი Echo Records
საიტი http://www.moloko.co.uk
წევრები როუშინ მერფი
მარკ ბრაიდონი

მოლოკო — ანგლო-ირლანდიური ელექტრონული პოპ-დუეტი, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ როუშინ მერფი (ირლანდია) და მარკ ბრაიდონი (სანდერლენდი, ინგლისი).

სახელის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფის სახელწოდება მომდინარეობს ენტონი ბერჯესის ნაწარმოებიდან მექანიკური ფორთოხალი, სადაც ასე ეწოდება რძის სასმელს, რომელსაც ამფეტამინთან ერთად სვამენ ნაწარმოების გმირი ალექსი და მისი მეგობრები. თავად სიტყვა მომდინარეობს რუსული ენიდან, რომელშიც იგი რძეს აღნიშნავს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მერფი დაიბადა არკლოუში და არ ჰქონდა მომღერლის გამოცდილება. ბრაიდონმა თავი გაითქვა სხვადასხვა ელექტრონულ პროექტში მონაწილეობით. მათ ერთმანეთი გაიცნეს შეფილდში, ერთ-ერთ წვეულებაზე, სადაც ბრაიდონს მერფიმ ჰკითხა "Do you like my tight sweater? See how it fits my body!" (მოგწონს ჩემი ვიწრო სვიტერი? ნახე, როგორ მიხდება!"). მოგვიანებით ეს ფრაზა იქცა დუეტის პირველი სტუდიური დისკის სახელწოდებად.

ანდერგრაუნდში პირველი ორი ალბომი Do You Like My Tight Sweater? და I Am Not a Doctor დიდი ინტერესით მიიღეს. „Sing It Back“, მეორე ალბომის მთავარი სინგლი იქცა აბსოლუტურ ჰიტად ქვეყნების უმრავლესობაში და შეტანილი იქნა 110 სხვადასხვა მუსიკალურ კრებულში.

2000 წელს დუეტმა წამოიწყო საკონცერტო ტურნე ენდრიუ პეკეტთან (პერკუსია), ედი სტივენსთან (კლავიშები) და დეივ კუკთან (გიტარა) ერთად.

შემდეგი პოპულარული სინგლი იყო მესამე ალბომში შეტანილი „The Time Is Now“. ეს ალბომი აღინიშნა უფრო ორგანული ინსტრუმენტული შესრულებით.

მერფისა და ბრაიდონის ურთიერთობა დასრულდა 2001 წელს. დაშლის შემდეგ მათ გამოსცეს მეოთხე დისკი Statues. მასში უფრო მეტი ტრადიციული ინსტრუმენტი იყო, ელექტრონულ მუსიკასთან ერთად. საინტერესოა, რომ მასში შეტანილი ყველა სიმღერა უიღბლო სიყვარულზეა.

2004 წელს გამოიცა ჯგუფის საკონცერტო DVD დისკი, 11,000 Clicks, რომელიც ჩიწერა ბრიქსტონის აკადემიაში. მასში შეტანილია ცნობილი ჰიტების „Indigo“, „Sing It Back“, და „The Time Is Now“ სასცენო შესრულება.

ტურის Statues ჩატარების შემდეგ დუეტის წევრების გზები საბოლოოდ გაიყო. 2006 წელს მათ უკანასკნელად შეასრულეს ერთად მოლოკოს მასალა - ეს იყო რადიოგადაცემა, რომელიც ეძღვნებოდა კრებულის Catalogue გამოსვლას. ამის შემდეგ როუშინმა განაცხადა, რომ მას აღარ აინტერესებს მოლოკოსთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება.

მას შემდეგ მერფიმ გამოსცა ორი სოლო ალბომი. უკანასკნელი ალბომის, Overpowered გამოსვლის შემდეგ მან საკონცერტო ტურნე წამოიწყო. ბრაიდონი ამასობაში მუშაობს სტუდიაში უფრო მცირე პროექტებზე.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რემიქსები და კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკონცერტო გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995 „Where Is the What If the What Is in Why?“
  • 1995 „The Moloko EP“
  • 1996 „Dominoid“ (ბრიტანეთი #65)
  • 1996 „Fun for Me“ (ბრიტანეთი #36)
  • 1996 „Day for Night“
  • 1998 „The Flipside“ (ბრიტანეთი #53)
  • 1998 „Sing It Back“ (ბრიტანეთი #45)
  • 1999 „Sing It Back“ (რემიქსი) (ბრიტანეთი #4)
  • 2000 „The Time Is Now“ (ბრიტანეთი #2)
  • 2000 „Pure Pleasure Seeker“ (ბრიტანეთი #21)
  • 2000 „Indigo“ (ბრიტანეთი #51)
  • 2003 „Familiar Feeling“ (ბრიტანეთი #10)
  • 2003 „Forever More“ (ბრიტანეთი #17)
  • 2003 „Cannot Contain This“
  • 2005 „A Style Suite“

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საუკეთესო საერთაშორისო ცოცხალი ჯგუფი - ბელგიური პრემია TMF Awards, 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]