მოლარე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოლარესალაროს დაბალი მოხელე ძველ საქართველოში. ერთდროულად რამდენიმე მოლარე არსებობდა. მოლარეები მოლარეთუხუცესს ემორჩილებოდნენ. მოლარე სალაროს რომელიმე განყოფილებას განაგებდა. მეფის საჩუქარი სტუმრისათვის მოლარეებს უნდა მიერთმიათ. მოლარეების სარგოს შეადგენდა სტუმართაგან მიღებული საჩუქარი („რაც სტუმარს ენამუსებოდეს“), სალაროში შესული საჩუქრებისა და სალაროდან გაცემული ჯამაგირის წილი. მოლარეები ჰყავდათ როგორც მეფეს, ისე დედოფალსა და ფეოდალებს.

თანამედროვე ქართულში „მოლარე“ ეწოდება პირს, რომელიც განაგებს სალაროს, ფულის გამცემა-მიღებას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სურგულაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 70, თბ., 1984 წელი.
  • სურგულაძე ი., საქართველოს სახელმწიფოს და სამართლის ისტორიისათვის, ტ. 1, თბ., 1952, გვ. 188-192;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 2, ნაკვ. 1, ტფ., 1928, გვ. 183-186.