მოიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მოიზმი (ჩინურად: 墨家) — ჩინური ფილოსოფიური სკოლა, რომლის ფუძემდებელია მოძღვარი მო (ან მო ძი), რომელიც ცხოვრობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 470-391 წლებში.

მოიზმი და კონფუციანელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოიზმის მიმდევრები მკაცრად დაუპირისპირდნენ კონფუციანელობას, ტექსტში, რომელიც საგანგებოდ კონფუციანელთა წინააღმდეგაა დაწერილი, იკითხება: „კონფუციანელები მიისწაფვიან მიაღწიონ შთაგონებულ გარეგნობას, მდიდრულად ირთვებიან, თანამედროვენი რომ აცდუნონ. ისინი სიმღერებითა და ცეკვებით ცდილობენ მოიმრავლონ მოწაფეები, აწყობენ უამრავ რთულ ცერემოანიალს, რათა წარმოჩდნენ და მიიპყრონ მრავალი ადამიანის ყურადღება, მათი ვრცელი მოძღვრება არ შეიძლება იყოს სამყაროს წესრიგის ამხსნელი, მათ უამრავ განაზრებებს არ ძალუძთ დაეხმარონ უბრალო ადამიანებს, მთელი ცხოვრების მანძილზეც კი ვერ აითვისებ მათ მოძღვრებას“ (13,153).

მოძღვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოისტების ფილოსოფიური სკოლის ფუძემდებელი მო-ძი უარყოფდა ბედისწერას, ამნიშნითაც აკრიტიკებდა იგი კონფუცის ფატალიზმს. მოისტების მიხედვით ადამიანმა ბედნიერება თავად უნდა მოიპოვოს შრომითა და კაცთმოყვარეობით, როცა ადამიანმა თავისი მოქმედების და აზრის საფუძველი იცის, იგი ბედისწერას უარყოფს. მიწათმოქმედმა, რომელიც დილაადრიან იწყებს შრომას და გვიან საღამოს ბრუნდება სახლში, იცის რომ შიმშილი აღარ ემუქრება, მაშასადამე, აღარც ბედისწერისა ეშინია. მოისტები ცოდნის ორ წყაროს აღიარებდნენ: შეგრძნებებს და აზროვნებას. მოისტების სკოლა ცნობილი იყო უმკაცრესი წესრიგით, სადაც მსჯელობდნენ ომების, მტრობის, უსამართლობის აღკვეთაზე, იქ თავს იყრიდნენ ამ საკითხებით დიდად დაინტერესებული ყოფილი მეომრები, სკოლაში საყოველთაო სიყვარულს ქადაგებდნენ."რა არის უწესრიგობა?" - კითხულობს მოიზმის მიმდევარი და პასუხობს:"ეს არის ის,როცა შვილს თავისი თავი უყვარს ხოლო მამა არა, როცა ქვეყნის მმართველებს უყვართ თავისი ქვეყანა, სხვას კი ომით ემუქრებიან" მოისტების მოძღვრების თანახმად, სუსტს ძლიერი უნდა ეხმარებოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გორდეზიანი რ., ჭელიძე მ., ძველი აღმოსავლეთის ფილოსოფია // ინდოეთი, ჩინეთი. თბილისი 2001.