მოველი ჭაავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მოველი ჭაავა (დ.15 თებერვალი, 1938, ნორიო) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1961 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ „საქშახტმშენის“ სამშენებლო სამმართველო „ტყვარჩელშახტმშენში“ ცვლის ინჟინრად, სამშენებლო უბნის უფორსად. მუშაობდა სამშენებლო-საწარმოო გაერთიანება „საქჰიდროენერგომშენის“ სისტემაში. იყო „ენგურჰესის“ მშენებლობის ძალოვანი კვანძის სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველოს უბნის უფროსი, სამმართველოს უფროსის მოადგილე, მთავარი ინჟინერი, უფროსი. სათავეში ედგა სს „ჰიდროსპეცგვირაბმშენს“. დაჯილდოებულია სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით, სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალით და სსრკ დამსახურებული რაციონალიზატორის წოდებით.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1997 — ღირსების ორდენი
  • აფხაზეთის დამსახურებული ინჟინერი
  • საქართველოს დამსახურებული მშენებელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 690
  • წიგნი ღირსებისა, ტ. 2, თბ., 2001, გვ. 145

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]