მკრთალი ტრეპონემა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Treponema pallidum

მკრთალი ტრეპონემა (ლათ. Treponema pallidum) — ათაშანგის გამომწვევი სპიროქეტა, რომელიც 1905 წელს აღმოაჩინეს გერმანელმა მეცნიერებმა ფ. შაუდინმა და ე. ჰოფმანმა ათაშანგით დაავადებულის წყლულსა და საზარდულის ლიმფურ კვანძებში.

მკრთალი ტრეპონემა სპირალისებურად დახვეული, წვრილი (სისქე 0,2 — 0,5 μ), ორივე მხრიდან წაწვეტებული ძაფია, რომლის სიგრძე 6—20 μ აღწევს, მეტად მოძრავია, სუსტად იღებება.

ლიტერატურა[რედაქტირება]