შინაარსზე გადასვლა

მკვდართავა (პეპელა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მკვდართავა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  სფინქსისებრნი
სახეობა:  მკვდართავა
ლათინური სახელი
Acherontia (Manduca) atropos
Acherontia atropos

მკვდართავა (ლათ. Acherontia (Manduca) atropos) — პეპელა სფინქსისებრთა ოჯახისა. სხეული 6 სმ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი 13 სმ-მდე. მუქ მურა. ზურგზე ქალას მსგავსი ნახატი აქვს (აქედან სახელწოდება). გავრცელებულია შუა და სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, წინა აზიაში, ჩრდილოეთ კავკასიასა და ამიერკავკასიაში. დასავლეთ საქართველოში მკვდართავა აზიანებს ბატატს, აფხაზეთში — კარტოფილს. მკვდართავას პეპელა ზოგჯერ სკაში შედის და თაფლით იკვებება. მუხლუხოები (15 სმ-მდე სიგრძისა) იკვებებიან უმთავრესად ძაღლყურძენასებრთა (მ. შ. კარტოფილის) ფოთლებით.