მიხეილ გორბაჩოვი (გმირი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორბაჩოვი.

მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩოვი (დ. 12 მარტი, 1917, თბილისი — გ. 6 ივლისი, 1955, ჟდანოვი) — რუსი, საბჭოთა კავშირის გმირი (13 მარტი 1944).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიზარდა თბილისში. 1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში. 1940 წელს დაამთავრა სამხედრო-საავიაციო სასწავლებელი და დაინიშნა კიევში დისლოცირებული შორსმოქმედი ესკადრილიის მფრინავად. მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა სტალინგრადთან, ვორონეჟთან. შეასრულა 250-ზე მეტი საბრძოლო გაფრენა. ომის დამთავრების შემდეგ კვლავ სამხედრო სამსახურში იყო. 1951 წლიდან კი — სამოქალაქო ავიაციაში მსახურობდა. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]