მინდობილობა
იერსახე
მინდობილობა, რწმუნებულება — წერილობითი უფებამოსილება, რომლის საფუძველზეც ერთი პირი (რწმუნებული) ვალდებულია მეორე პირის (მარწმუნებლის) სახელითა და ხარჯით, იმოქმედოს მესამე პირთან ორთიერთობაში და შეასრულოს მისთვის დავალებული ერთი ან რამდენიმე მოქმედება.
უფლებამოსილების მიხედვით მინდობილობა სამი სახისაა:
- ერთჯერადი მინდობილობა — ერთი კონკრეტული მოქმედების შესასრულებლად;
- სპეციალური მინდობილობა — მთელ რიგ ერთგვაროვან მოქმედებათა შესასრულებლად (მაგალითად, ექსპედიტორისათვის გაცემული მინდობილობა საწარმოს მისამართით გამოგზავნილი ყველა ტვირთის მისაღებად);
- გენერალური მინდობილობა — საერთოდ მრწმუნებლის ქონების მართვისათვის.
ზოგიერთ გარიგებათა შესასრულებლად საჭიროა მინდობილობის სანოტარო წესით დამოწმება. რწმუნებულების გადაცემა (გადანდობა) შეიძლება, თუ ეს აღნიშნულია მინდობილობაში ან თუ აუცილებელია მრწმუნებლის ინტერესებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 709.