მიმომხილველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg ტერმინს „მიმომხილველი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ მიმომხილველი (1926).

მიმომხილველი“ — საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის ორგანო. გამოდიოდა 1949–1953 წლებში. გამოვიდა 3 ტომი (I — 1949, II — 1951, III — 1953). რედაქტორი ნიკოლოზ ბერძენიშვილი. გამოცემის სახელწოდების გრაფიკული მონახაზი შესრულებულია ივანე ჯავახიშვილის ხელწერის მიხედვით. „მიმომხილველში“ დაბეჭდილია გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა ნარკვევები საქართველოს არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, სოციალურ-ეკონომიკისა და პოლიტიკის ისტორიის, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, საბჭოთა საქართველოს მშენებლობის აქტუალურ საკითხებზე, ნაშრომები წყაროთმცოდნეობისა და პალეოგრაფიის თემებზე, აგრეთვე რეცენზიები და კრიტიკული წერილები, სამეცნიერო მუშაობის ქრონიკა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]