მილუოკი ბაქსის მთავარი მწვრთნელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრედლი ცენტრი - მილუოკი ბაქსის არენა

მილუოკი ბაქსი (ინგლ. Milwaukee Bucks) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც ქალაქ მილუოკში, უისკონსინის შტატში მდებარეობს. ბაქსი არის წევრი ცენტრალური დივიზიონის, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). გუნდი შეიქმნა 1968 წელს, როგორც ლიგის დამატებითი გუნდი, რომელიც ახლა BMO Harris Bradley Center ატარებს საშინაო მატჩებ. აშშ სენატორი ჰერბ კოლი არის გუნდის მფლობელი სკოტ სკილზთან ერთად, რომლებსაც როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე გენერალური მენეჯერის პოსტზე ჯონ ჰემონდი ჰყავთ დანიშნული. ბაქსმა არსებობის მანძილზე მხოლოდ ერთხელ შეძლო NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1971).

მას შემდეგ რაც გუნდი 1968 წელს შეიქმნა, გუნდში 11 მწვრთნელი იყო. გუნდმა ერთადერთი ტიტული მოიგო 1971 წელს, როდესაც სათავეში ლარი კასტელო ედგა. დონ ნელსონი არის გუნდის ყველა დროის ლიდერი რეგულარული სეზონის ჩატარებული (884) მატჩით, ყველაზე მეტი რეგულარული სეზონის გამარჯვებით (540), ყველაზე მეტი პლეი-ოფში ჩატარებული მატჩი (88), მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებლით რეგულარულ სეზონში (.611) ასევე პლეი-ოფში გამარჯვებული მატჩების რაოდენობით (42). ნელსონი არის ასევე ბაქსის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც მოიგო NBA წლის მწვრთნელის პრიზი, ასევე შესულია NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. ლარი კრისტოვიაკი არის ერთადერთი პერსონა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა ბაქსში დაიწყო. მაიკ დანლევი, კრისტოვიაკი და სკოტ სკილზი თამაშობდნენ ბაქსში, ასევე მოევლინენ გუნდს მწვრთნელის რანგში. სკილზი გუნდის მთავარი მწვრთნელია 2008 წლიდან.

მნიშვნელობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
Win% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო[a]
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ბაქსში

მწვრთნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერი პორტერი იყო ბაქსის მწვრთნელი 2 სეზონის განმავლობაში

სტატისტიკა შესწორებულია 2010-2011 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ

# სახელი წლები[b] GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 ლარი კოსტელო 1968-1976 674 410 264 .608 60 37 23 .617 NBA ჩემპიონი (1971)
2 დონ ნელსონი 1976-1986 884 540 344 .611 88 42 46 .477 1983 და 1985 წლის მწვრთნელი
ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
3 დელ ჰარისი 1987-1991 345 191 154 .554 21 6 15 .286
4 ფრენკ ჰემბლენი 1991-1992 65 23 42 .354
5 მაიკ დანლევი 1992-1995 328 107 221 .326
6 კრის ფორდი 1996-1997 164 69 95 .421
7 ჯორჯ კარლი 1998-2002 378 205 173 .542 32 14 18 .438
8 ტერი პორტერი 2003-2004 164 71 93 .433 5 1 4 .200
9 ტერი სტოტსი 2005-2006 146 63 83 .432 5 1 4 .200
10 ლარი კრისტოვიაკი* 2006-2007 100 31 69 .310
11 სკოტ სკილზი 2008-დღემდე 246 115 131 .432 7 3 4 .429

აღნიშვნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • a ბაქსის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
  • b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]