მილეროვოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მილეროვოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
რუს. Миллеровский краеведческий музей
48°55′10″ ჩ. გ. 40°23′09″ ა. გ. / 48.91944° ჩ. გ. 40.38583° ა. გ. / 48.91944; 40.38583
დაარსდა 1967
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მისამართი მილეროვო
მდებარეობა მილეროვო
დირექტორი გალინა ლიუბჩენკო

მილეროვოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Миллеровский краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ქალაქ მელეროვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

მუზეუმი განთავსებულია შემდეგ მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქალაქი მილეროვო, კომუნალურის შესახვევი № 4-ბ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1967 წელს ქალაქ მილეროვოში, როსტოვის ოლქის მილეროვოს რაიონის სახალხო დეპუტატთა კრების დადგენილებით დაარსდა საბრძოლო დიდების მუზეუმი, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1993 წელს შენობისათვის გამოიყო 300 მ² ფართობი ახალი მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზებისათვის. თანამედროვე ეტაპზე მუზეუმს აქვს ხუთი საგამოფენო დარბაზი[1].

მუზეუმის ექსპოზიციაში თავმოყრილია უნიკალური ექსპონატების დიდი რაოდენობა, რომელიც მოგვითხრობს ქალაქის ცხოვრებაზე და მისი განვითარების ისტორიის შესახებ და სხვადასხვა ეპოქაში ადგილობრივი მაცხოვრებლების ცხოვრების წესის შესახებ[2][3]. 2013 წლის მონაცემებით მუზეუმის ფონდებში დაცული იყო 2 400 ერთეული ექსპონატი[4].

მუზეუმში რეგულარულად ეწყობა სხვადასხვა თემატიკური გამოფენები, რომელიც ეძღვნება როსტოვის ოლქის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას სხვადასხვა წლებში. გამოფენების დროს ასევე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, დიდი სამამულო ომის ღირსსახსოვარი თარიღებისადმი მიძღვნილი გამოფენები და სხვადასხვა სახის გამოფენები[5][6][7][8][9][10]. მუზეუმი მონაწილეობს ყოველწლიურ აქციაში „ღამე მუზეუმში“[11][12][13].

მუზეუმის დირექტორია გალინა მიხეილის ასული ლიუბჩენკო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Международный день музея
  2. Миллеровский краеведческий музей
  3. Реестр музеев Ростовской области. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-26. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  4. Приказ Минкультуры России от 04.09.2013 № 1291 «О передаче в безвозмездное пользование музейных предметов, входящих в состав государственной части Музейного фонда Российской Федерации и находящихся в федеральной собственности, муниципальному бюджетному учреждению „Миллеровский краеведческий музей“ (Ростовская область)». დაარქივებულია ორიგინალიდან — 27.02.2017. ციტირების თარიღი: 17.07.2017.
  5. В Миллеровском краеведческом музее работают две выставки
  6. В Миллеровском краеведческом музее открыта выставка «Дон. Шолохов. Россия»
  7. Творчество наших земляков[მკვდარი ბმული]
  8. Свой путь прошли достойно. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-04. ციტირების თარიღი: 2017-07-17.
  9. В Миллеровском краеведческом музее работают две выставки[მკვდარი ბმული]
  10. Миллеровский краеведческий музей новую экспозицию приурочил к 50-летию района
  11. Ночь в Миллеровском музее[მკვდარი ბმული]
  12. Ночь в Миллеровском краеведческом музее[მკვდარი ბმული]
  13. «Ночь в музее» прошла в Миллерово[მკვდარი ბმული]