მიზანსცენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიზანსცენა (ფრანგ.: Mise en scène [mizɑ̃sɛn]) მრავლისმომცველი ტერმინია და მას კინოკრიტიკაში "უდიდეს განუმარტავ ტერმინს" უწოდებენ მისი მრავალი განსხვავებული განსაზღვრებისა და მათზე კონსენსუსის უქონლობის გამო.

ტერმინი მომდინარეობს თეატრიდან, სადაც, ფრანგულში mise en scène ნიშნავს "სცენაზე დადგმულს". კინემატოგრაფიაში მიზანსცენა მიუთითებს ყველაფერზე რაც კი ხდება კამერამდე, ანუ სამზადისი - სცენები, მსახიობები, კოსტიუმები და განათება. მიზანსცენა ასევე მოიცავს მსახიობთა განლაგებასა და მოძრაობას გადაღების მოედანზე, რასაც კოლოქვიალურად "ბლოკინგს" უწოდებენ.

ტერმინის ამგვარი ვიწრო განსაზღვრება ყველა კრიტიკოსის მიერ მიღებული არ არის. ზოგიერთის აზრით, ის ასევე მოიუთეითებს ვიზუალური სტილის ყველა ელემენტზე, ანუ სცენის, მოედნის ელემენტებთან ერთად კამერაზეც. სხვათათვის, როგორიცაა ენდრიუ სარისი, ის ასევე იღებს მისტიურ მნიშვნელობებსაც, რაც ფილმის ემოციურ ტონალობასთან არის დაკავშირებული.

მასვე უკავშირდება სტილი, რომლითაც სცენის ინფორმაცია გადმოცემულია ძირითადად ერთი კადრით - ხშირად მოძრავი კამერით. მას განასხვავებენ მონტაჟური სტილის კინოგადაღებისგან, სადაც მრავალი კუთხიდან გადაღებული სცენა ერთმანეთს უკავშირდება მონტაჟის პროცესში.

1910-20-იანი წლების გერმანულ კინემატოგრაფიაში განწყობის, მნიშვნელობისა და ხმოვანი ონფორმაციის გადმოცება მიზანსცენის მეშვეობით ხდება. შესაძლოა ყველაზე განთქმული მაგალითი ამისა იყოს "ექიმი კალიგარის კაბინეტი" (1920), სადაც პერსონაჟის შინაგანი სულიერი განწყობა გამოხატულია გადასაღები მოედნის დიზაინითა და ბლოკინგით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]