მთებმა მთებს უთხრეს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მთებმა მთებს უთხრეს“
And the Mountains Echoed

წიგნის ყდა
ავტორი ხალედ ჰოსეინი
ქვეყანა ინგლისი
ენა ინგლისური ენა
ჟანრი ახალგაზრდული ლიტერატურა, რომანტიკული რომანი
გამომცემელი Riverhead Books
გამოცემის თარიღი 2016
მედია წიგნი ( რბილი ყდა)
გვერდი 393
ISBN ISBN 9789941463280

მთებმა მთებს უთხრეს“ (ინგლ. And the Mountains Echoed) — ხალედ ჰოსეინის 2013 წლის რომანი.

ნაწარმოები ცდება ავღანეთსა და ამერიკას, რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარეობს და ცდილობს აჩვენოს ადამიანის წინააღმდეგობრივი სახე, ორი ბუნება. ხალედ ჰოსეინი მრავალრიცხოვან პერსონაჟებთან ერთად XXI საუკუნის ჭრელ, თუმცა, ზუსტ სურათს ხატავს. ოჯახის წევრებს შორის პაექრობა, ახალი ურთიერთობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა და მათზე მზუნველთა ყოფა, ლტოლვილთა, ემიგრანტთა და მოგზაურთა ისტორიები. ხალიდ ჰოსეინის „მთებმა მთებს უთხრეს“ დიდ ადამიანურ დანაკარგსა და მისი ამოვსების რთულ გზას აღწერს და თანამედროვე ადამიანის ვნებებზე, ინტერესებსა და ბედზე გვიყვება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]