შინაარსზე გადასვლა

მზია ბრეგვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მზია ბრეგვაძე
დაბადების თარიღი 26 მარტი, 1942 (1942-03-26) (82 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი
საქმიანობა ექიმი-პარაზიტოლოგი

მზია ბრეგვაძე (დ. 26 მარტი, 1942) — ქართველი პარაზიტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოების წევრი.

მზია ბრეგვაძე დაიბადა 1942 წლის 26 მარტს, ქალაქ თბილისში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული ჰიგიენის ფაკულტეტი.

1971-1976 წლებში თბილისის ვაქცინაციების და შრატების ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი იყო. 1977 წლიდან მუშაობს სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1988 წლის 29-30 მაისს მონაწილეობდა თბილისში გამართული ფალკის საერთაშორისო სიმპოზიუმში. არის 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., გვ. 47, 2000.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]