მე გაჩუქებ მზეს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მე გაჩუქებ მზეს“
I'll give you the sun
ავტორი ჯენდი ნელსონი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემის თარიღი 2014
მთარგმნელი კონსტანტინე შარვაშიძე
ქართულად გამოიცა 2017

მე გაჩუქებ მზეს (ინგლ. I'll give you the sun) — ჯენდი ნელსონის ახალგაზრდული რომანი, რომელიც გამოქვეყნდა 2014 წლის სექტემბერში. იგი ავტორის რიგით მეორე რომანია, რომელმაც მას არაერთი ჯილდო მოუტანა, მათ შორის 2015 წელს მიიღო პრინტსის ჯილდო, მოზარდთა საუკეთესო ნაწარმოებისთვის.[1].

რომანში მოთხრობილია ორი ტყუპის ნოასა და ჯუდის ამბავი, რომლებიც ერთმანეთთან წარმოუდგენლად ახლოს არიან ცამეტ წლამდე, თუმცა სამი წლის განმავლობაში უკვე თითქმის აღარ ესაუბრებიან ერთმანეთს. მათი ცხოვრების ადრეული წლების შესახებ, ბრძოლისა და საიდუმლოს შესახებ რომელმაც გავლენა იქონია მის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე ნოა საუბრუბს. გვიანდელ პერიოდზე კი ჯუდი. ის აღწერს როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ლამაზ, მაგრამ ამპარტავან და იმედგაცრუებულ ბიჭთან შეხვედრის შემდეგ. ჯუდი ასევე შემთხვევით ხვდება იდუმალებით მოცულ ხელოვანს, რომელიც მის და ნოას ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Young Adult Library Services Association.
  2. Nelson, Jandy (2014). I'll Give You the Sun. New York: Speak.