მეჰმეთ ოკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეჰმეთ ოკური
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 27 მაისი, 1979 (1979-05-27) (40 წლის)
იალოვა, თურქეთი
ეროვნება თურქი
სიმაღლე 211 სმ
წონა 113 კგ
კარიერა
NBA-ის დრაფტი 2001 / რაუნდი: 2 / არჩევა: 37-ე
არჩეული დეტროიტ პისტონსი
პროფესიონალური კარიერა 1997–2012
კარიერის ისტორია
1997 - 1998 ოიაკ რენაულტი
1998 - 2000 ტოფასი
2000 - 2002 ეფეს პილსენი
2002 - 2004 დეტროიტ პისტონსი
2004 - 2011 იუტა ჯაზი
2011 ტურკ ტელეკომი
2011 - 2012 ნიუ-ჯერსი ნეტსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

მეჰმეთ ოკური (დ. 26 მაისი, 1979, იალოვა, თურქეთი) კარიერადასრულებული თურქი პროფესიონალური კალათბურთის მოთამაშე. სიმაღლის გამო (211 სმ)[1] თამაშობდა მძიმე ფორვარდისა და ცენტრის პოზიციაზე. ცნობილი იყო მისი სამქულიანი სროლით და მოედანზე სივრცის გამთავისუფლების შესაძლებლობით. იუტა ჯაზში გატარებული 7 სეზონის განმავლობაში მეჰმეთ ოკური ლიგის ერთ-ერთ მთავარ პრემიერ-მსროლელად ითვლებოდა. 2016 წლის 13 სექტემბერს ოკური დაინიშნა ფინიქს სანსის მოთამაშეთა განვითარების მწვრთნელად; ამ ფაქტმა იგი გახადა პირველ თურქეთის მოქალაქედ, რომელმაც NBA-ის სამწვრთნელო სამყაროში შესვლა მოახერხა.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეჰმეთ ოკური წარმოშობით არის თურქი, ალბანელი, ჩერქეზი. ოკურს აღნიშნული აქვს, რომ აღრზდის პერიოდში მისი საყვარელი მოთამაშე ტონი კაკოსი იყო.[2] იგი თურქეთის 22-წლამდელთა საკალათბურთო ნაკრებს 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავებაში დაეხმარა.[3] 2000 წელს გადავიდა ეფეს პილსენში (ახლანდელი ანადოლუ ეფესი) და კლუბთან ერთად, 2001-2002 წლების სეზონში, მოიგო თურქეთის საკალათბურთო ლიგა.[4] თურქეთში გატარებულ უკანასკნელ სეზონში იგი საშუალოს 13.5 ქულას აგროვებდა.[5][6]

საკალათბურთო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეტროიტ პისტონსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2001 წლის NBA-ის დრაფტზე მეჰმეთ ოკური დეტროიტ პისტონსმა მეორე რაუნდის 38-ე პიკად აიყვანა. 2002-03 და 2003-04 სეზონები იგი დეტროიტ პისტონსში თამაშობდა; იგი გუნდს 2004 წლის ივნისში NBA-ის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა. იგი გახდა პირველი თურქი მოთამაშე, რომელმაც NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. სახელფასო ჭერის შეზღუდვების გამო დეტროიტ პისტონსმა მისთვის ტოპ-დონის კონტრაქტის შეთავაზება ვერ შეძლო, თუმცა მან იუტა ჯაზთან 6 წლიანი კონტრაქტი გააფორმა; ამ დროში იგი 50 მილიონს ($) მიიღებდა.

იუტა ჯაზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი სიმაღლისა (211 სმ) და წონის (113)[1] გათვალისწინებით იუტა ჯაზში ცენტრისა და მძიმე ფორვარდის პოზიციებზე თამაშობდა. ჯაზში გატარებულ პირველ სეზონში (2004-2005) სეზონის 82 თამაშში მიიღო მონაწილეობა (აქედან 25 ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო). მეტსახელად „მემომ“, მეორე სეზონში დიდი პროგრესი განიცადა: პირველ სეზონში დაფიქსირებული ქულების საშუალო მაჩვენებელი 12.9 მან 18.0-მდე გაზარდა. ზედიზედ მეორე სეზონში ოკურმა 82 თამაში ჩაატარა და გახდა იუტა ჯაზის ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ასეთ შედეგს აჩვენებდა. მესამე სეზონში მან კვლავ განაგრძო იუტას მთავარ მოთამაშედ ყოფნა.[7][8]

2007 წლის NBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩში იგი დასავლეთის ყველა ვერსკვლავის გუნდში მოხვდა. მეჰმეთ ოკური და რეი ალენი ალენ აივერსონისა და სტივ ნეშის ტრამვის გამო მოხვდნენ გუნდში.[9] იგი იყო პირველი თურქი მოთამაშე, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

2009 წლის 12 იანვარს ინდიანა პიეისერის წინააღმდეგ მეჰმეთმა კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი, 43 ქულა დააფიქსირა.

2009 წლის 10 ივლისს კლუბთან 2 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც იგი ამ დროში დაახლოებით 21 მილიონ $ მიიღებდა. 2010 წლის 17 აპრილს მეჰმეთ ოკურმა პოსტ-სეზონის ეგიდით დენვერის წინააღმდეგ გამართულ, პირველ შეხვედრაში მან აქილევსის მყესი გაიწყვიტა, რის გამოც იგი კლუბს პლეი-ოფის დარჩენილ ნაწილში გამოაკლა. აგრეთვე ტრამვის გამო გამოტოვა მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატი, რომელშიც მშობლიური თურქეთის სახელით უნდა ეასპარეზა.

იგი 2010 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა და ნიუ-ორლეან პელიკანსის წინააღმდეგ 2 ქულა ჩააგდო.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იგი დაქორწინებულია მსახიობ და ყოფილ მის თურქეთის ფინალისტ იელინ კალისკანზე. მათ ჰყავთ გოგონა, 2007 წლის 21 მარტს დაბადებული მელისა და 2 ვაჟი: 2010 წლის 10 თებერვალს დაბადებული იგიტ მეჰმეთი და 2014 წლის 19 ნოემბერს დაბადებული მერთ მეჰმეთ ოკური.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]